გვეუბნებიან, რომ ნიდერლანდებში შექმნილი Louers-ის არაყი უბრალო შეფუთვა არ არის. განცხადებაა. სიმბოლო. მემკვიდრეობის, ინოვაციებისა და ფუფუნების შერწყმა. ბრენდის ხედვაც ერთი შეხედვით მარტივ იდეას ეფუძნება: დაიბადა იმისათვის, რომ გამორჩეული იყოს. ამიტომაც თითოეული დეტალი არსებულ ნორმებს აყენებს გამოწვევის წინაშე და სრულად გარდაქმნის იმას, თუ რას შეიძლება წარმოადგენდეს მაღალი სეგმენტისთვის გათვლილი არაყი.
ბრენდი ჰოლანდიური ლომის შთაგონებით შეიქმნა. შესაბამისად, მისმა ავტორებმა ზუსტად ისეთი სასმლის შექმნა დაისახეს მიზნად, რომელიც მის ძალას, ელეგანტურობასა და სიამაყეს გამოხატავდა. თუმცა მხოლოდ სიმბოლიკით კი არ შემოიფარგლნენ, არამედ ეს ხედვა ბოთლის ყველა კუთხესა თუ ზედაპირზე გააცოცხლეს. შედეგი კი ნამდვილად არ ჰგავს ბაზარზე არსებულ რომელიმე შეფუთვას.
ვერცხლისფერი ქრომით არის მოპირკეთებული, ეკლებიანი ზედაპირი აქვს და LED ნათება, რათა ბოთლის ბრენდინგის ელემენტები უფრო თვალსაჩინო გახადოს. თითოეული დეტალი პატივს მიაგებს ჰოლანდიურ მდგრადობასა და ოსტატობას.
ამგვარად, ბაზარზე არსებულ უსაფრთხო, გლუვ და მარტივად დასავიწყებელ შეფუთვებში Louers იშვიათ რაიმეს გვთავაზობს — გამოცდილებას, რომელიც თვალებით იწყება, ხელებში გადადის და მოგონებებში იწყებს ცხოვრებას. გიწვევთ, რომ რაღაც განსხვავებული აირჩიოთ, შესაბამისად, ეს არაყი მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც შეუძლიათ გაბედონ, იყვნენ განსხვავებულები.