ფრანგული მოდის სახლმა Louis Vuitton მაიკ ჯექსონის თემატიკაზე შექმნილი სამოსი კოლექციიდან ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს.
ბრენდმა იანვარში, პარიზის მოდის კვირეულზე, მამაკაცის 2019 წლის ზაფხულის კოლექცია წარადგინა, მათ შორის იყო პოპის მეფედ წოდებული მომღერლისადმი მიძღვნილი რამდენიმე „ლუქი“, მაგრამ ივნისში, კოლექცია გასაყიდად, მათ გარეშე გამოვა.
ბრენდმა სამოსი კოლექციიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც HBO-ს დოკუმენტური ფილმი “Leaving Neverland“ გამოვიდა – მთავარი პერსონაჟები მაიკლ ჯექსონს ბავშვების სექსუალურ შევიწროვებასა და პედოფილიაში ადანაშაულებენ.