in

Louis Vuitton-მა სამაგიდო თამაშ Jenga-ს საკუთარი ვერსია გამოუშვა

ფრანგული მოდის სახლმა Louis Vuitton, სამაგიდო თამაშის, Jenga-ს საკუთარი ვერსია გამოუშვა. ნაკრები კომპანიის მაღაზიათა ქსელში (ამერიკაში) უკვე იყიდება და $3 050 ღირს.

54 შუშის, ფერად, სათამაშო კუბზე ბრენდის მონოგრამებია გამოსახული. Louis Vuitton-ის Jenga-ს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ორგანული მასალის, გამჭვირვალე, ტყავის სახელურიანი შეფუთვა აქვს.

Jenga, იგივე „კოშკი“ 1970-იან წლებში ინგლისელმა გეიმდიზაინერმა ლესლი სკოტმა შექმნა. სამაგიდო თამაში, მთელს მსოფლიოში, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Rolex Awards for Enterprise 2021-ზე განაცხადების მიღება დაიწყო – ჯილდო $200 000

ვერდის ფესტივალს, საქართველოში, თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს