ლუი ვიტონმა სტრატეგიული სვლა გააკეთა, რათა სპორტულ სამყაროში თავისივე პოზიციები გაემყარებინა — ფეხბურთის სუპერ ვარსკვლავ ჯუდ ბელინგემთან დაიწყო თანამშრომლობა, 21 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ახლა ბრენდის ელჩი ხდება. ამ ამბის შესახებ კი ვიზუალურად მიმზიდველი კამპანიით გვაცნეს, რომელიც სპორტსმენის დინამიკურ ენერგიასა და მომხიბვლელობას აღბეჭდავს.
მთავარი ფოკუსი იმ პოზასა თუ ჟესტზეა, რომლითაც ბელინგემი გოლის გატანას აღნიშნავს. გაბრიელ მოზესმა გადაიღო, სტილზე კი მეთიუ ჰენსონმა იმუშავა. საინტერესოა ფარელ უილიამსის კომენტარიც, რომელიც ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელია:
„მივესალმები ამ ამბავს, მისი ქარიზმატული პერსონალობა და ის, რასაც უკვე მიაღწია თავის შთამაგონებელ მოგზაურობაში, ბევრს შემატებს LV-ის საზოგადოებას“.
ფიქრობენ, რომ ბელინგემის სწრაფი განვითარება, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, იდეალურად ესადაგება ლუი ვიტონის ინოვაციებისა და ბრწყინვალების ეთოსს. 21 წლის ასაკში მან უკვე გაატარა თავისი პირველი ვარსკვლავური სეზონი Real Madrid-ში და მოიპოვა სამი თასი, ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა და ოქროს ბურთის რიგებშიც ვიხილავთ…
Louis Vuitton-თან თანამშრომლობით კი ბელინგემი იმ სპორტსმენთა რიგებს უერთდება, რომლებიც ბრენდის ამბასადორის როლს ირგებენ, იქნება ეს მესი, რონალდუ, ნადალი თუ ფედერერი…