in

Louis Vuitton – ჩემოდნების ოსტატის მსოფლიო ბრენდი

Louis Vuitton-ის ისტორია საუკუნეებს მოითვლის. კომპანია, რომლის ღირებულებაც 2020 წელს, $51 მლრდ-ს შეადგენდა, მსოფლიო TOP ბრენდებს შორის იკავებს ადგილს. Louis Vuitton 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, 5000-ზე მეტი მაღაზიით. თუმცა, საიდან იწყება მისი ამბავი?ბრენდის დაფუძნება ლუი ვიტონს უკავშირდება. ის აღმოსავლეთ საფრანგეთში, მუშათა კლასისთვის დამახასიათებელ გარემოში დაიბადა. 16 წლისამ, ოჯახი დატოვა და პარიზში გაემგზავრა, უკეთესი ცხოვრების საძიებლად.

წარმოიდგინეთ, ინდუსტრიალიზაციის ცენტრში მოხვედრილი ლუი. მატარებელი სულ უფრო პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხდებოდა. ხშირმა მოგზაურობამ საზოგადოებას უფრო გამძლე და ხარისხიანი სამოგზაურო ნივთების საჭიროება გაუჩინა. ლუიმ მუშაობა Monsieur Maréchal-თან დაიწყო, რომელიც ყუთებისა და შეფუთვების დამზადებაზე მუშაობდა.

ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ, ლუი საქმიანობას შესანიშნავად დაეუფლა და ჩვიდმეტი წლის შემდეგ, პარიზში საკუთარი მაღაზია გახსნა, 1854 წელს. იმ დროისათვის, ლუი ვიტონი 33 წლის იყო.

სულ მალე, მან პირველი ინოვაცია წარუდგინა საზოგადოებას. იმ დროისათვის სამოგზაურო ყუთებს მრგვალი თავი ჰქონდა, რათა წყალი შიგთავსთან არ ჩასულიყო, ხოლო ძირი – მოუხერხებელი. ლუი ვიტონმა ბაზარზე შემოიტანა ბრტყელთავიანი ჩემოდნები, რომელთა ერთად დაწყობაც მოსახერხებელი იყო. ჩემოდნებს ის წყალგაუმტარი ტყავის გამოყენებითაც აკეთებდა.

70 წლის ასაკში, ლუის გარდაცვალების შემდეგ, საქმეს ჟორჟი ჩაუდგა სათავეში. თუკი, კომპანია მამამისმა დააფუძნა, ჟორჟმა ის გლობალურ ბრენდად აქცია.

LV-ის მიერ დამზადებული ჩემოდნები იყო მტკიცე, კარგი ვიზუალის ეს კი, მძარცველებს იზიდავდა. ნივთების მათგან დასაცავად, ჟორჟმა ბრენდული ჩემოდნებისთვის სპეციალური საკეტი დააპროექტა.

საკეტი რევოლუციური აღმოჩნდა. წლების განვითარების შემდეგ, მისი ეს სახეობა კვლავაც გამოიყენება და მძარცველებისთვის ნაკლებად მიმზიდველად იქცა.

1896 წელს, მამის მემკვიდრეობის პატივსაცემად, ჟორჟმა პირველი LV მონოგრამა წარადგინა. მონოგრამა შედგებოდა LV ნაწერისგან, ოთხკუთხედებისა და ყვავილებისაგან. საინტერესოა, რომ პროდუქცია ექსკლუზიურად Louis Vuitton-ის მაღაზიებსა და ვებგვერდზე იყიდება. სამწუხაროდ, ეს ასევე, ყველაზე ხშირად ფალსიფიცირებადი ბრენდია. ამას გარდა, ბრენდი არასოდეს აცხადებს ფასდაკლებას – ის საწყის ფასად უნდა იყიდოთ ან არ იყიდოთ.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

#რასგულისხმობს: ნარატივ დიზაინი — ინტერვიუ თამთა პაპუკაშვილთან

artwork

მოქანდაკე, ქარიშხლისგან განადგურებული ხეებით, დრაკონების სკულპტურებს ქმნის