Louis Vuitton-მა პომადის ჩასადები ჩანთა გამოუშვა. ცილინდრული ფორმის, მინიატურული აქსესუარი მოდის სახლის დიზაინერმა ნიკოლა ჟესკერმა შექმნა.
ამჯერად, მისი შთაგონების წყარო კოსმეტიკისა და სამკაულების შესანახი ვინტაჟური მინი – კეისი აღმოჩნდა.

პომადის ჩასადები ჩანთა უკვე იყიდება და $1390 ღირს.













