ამბავი ასეთია: Louis Vuitton-ის მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ფარელ უილიამსმა სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლას გესკიერთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რათა ბრენდის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გაეცოცხლებინა — Malle Lit გასაშლელი საწოლია, რომელიც ლუი ვიტონის ჩანთაში თავსდება.
სულ პირველად იგი არისტოკრატებისა და მკვლევრებისთვის მეცხრამეტე საუკუნეში შექმნეს, პორტატიული იყო და თითქოს მემკვიდრეობით ხასიათსაც ატარებდა. ახლა კი მას თანამედროვე შტრიხები შემატეს. თუმცა ეს მეტად ძვირი სიამოვნება გახლავთ, Malle Lit Pharrell Williams-ის ფასი 178 000 დოლარს შეადგენს.
დიზაინი 1872 წლის ვინტაჟურ ლუი ვიტონს მოგაგონებთ, ხოლო ინტერიერში წითელ და თეთრს ზოლებს შეხვდებით.
პერსონალიზებისთვის კი მატრასსა და ბალიშზე LV Lovers არის ამოტვიფრული.
რაც შეეხება Malle Lit Nicolas Ghesquière-ს, მისი ფასი უფრო მაღალია. თანაც მეტად ფუტურისტული ელემენტებიც აქვს, მეტალის ნაწილები და თანამედროვე კუთხეები ისე, რომ ნოსტალგიებიც გაგვიღვიძოს. ფასი კი 244 000 დოლარს შეადგენს.
აქვე ვხედავთ ყვავილებით მოხატულ მატრასს, რაც წინა კოლექციიდან ისესხეს და ეცადნენ, მეცხრამეტე საუკუნეშიც დავებრუნებინეთ…