in

ლუი ვიტონის ჩემოდნები Paris 2024-ის მედლების შესანახად

Paris 2024 წლის გამარჯვებულები ნამდვილი მოდის სამყაროში გადაეშვებიან… როგორც საფრანგეთს შეეფერება, აქ სპორტი და მაღალი მოდა ერთმანეთს ერწყმის — კერძოდ, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მედლების შესანახად Louis Vuitton-ის სპეციალურ ჩემოდნებს გამოიყენებენ.

BOG
BOG

მოგეხსენებათ, ბრენდს დიდი ისტორია და მემკვიდრეობა აქვს დახვეწილი სამოგზაურო ნივთების შექმნის მიმართულებით. შესაბამისად, ამ კვალს მიჰყვება Medals Trunk-იც, რომელიც მონოგრამის ექსტერიერითა და კლასიკური სპილენძის კუთხეებით თუ საკეტებით გამოირჩევა. უკვე 150-ზე მეტი წელია, თითოეული ეს ელემენტი ლუი ვიტონის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული.

თუმცა მემკვიდრული ელემენტებისგან განსხვავებით, Medal Trunks თანამედროვე მიდგომასაც უერთდება. ეს უკანასკნელი დახვეწილ ვიტრინად იქცევა მედლებისთვის, რომლებიც საიუველირო კომპანია Chaumet-მა დაამზადა. ამავდროულად, ქეისები აღჭურვილია სპეციალური საკეტებით, მედლების სრულად დასაცავად. გახსნის შემდეგ კი სათავსო საპრეზენტაციო ჩანთებად გარდაიქმნება.

ყველა დეტალი, მასალებიდან კონსტრუქციამდე, განასახიერებს არა მხოლოდ ოსტატობას, არამედ სპორტულ უნარს. გარკვეულწილად, სათავსო თავად ხდება თამაშების ისტორიის ნაწილი, ატარებს ოცნებების, ტრიუმფებისა და კონკურენციის გამძლე სულისკვეთებას.

ყინულის დნობა დედამიწის ბრუნვას ანელებს — კვლევა

აკადემია ლექტორებისთვის – BTU-ს ახალი ინიციატივა