კითხვაზე, თუ ვინ იქნება Louis Vuitton Men-ის დიზაინერი, უკვე ოფიციალური პასუხი გვაქვს და ეს ფარელ უილიამსია! ცვლილება კი ახალი ეპოქის დასაწყისზე მიგვითითებს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ Louis Vuitton-ის მფლობელმა კომპანია LVMH-მ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2021 წელს ვირჯილ აბლოს გარდაცვალებამდე მიიღო. ფარელის სადებიუტო კოლექციას კი პარიზში ივნისის თვეში ვიხილავთ.
„ჩვენი 2004 და 2008 წლის კოლაბორაციების შემდგომ, მოხარული ვარ ფარელის სახლში დაბრუნებით. მისი კრეატიული ხედვა მოდის მიღმა უდავოდ შესთავაზებს Louis Vuitton-ს ახალ, ამაღელვებელ და საინტერესო მომავალს“, — აცხადებს პიეტრო ბეკარი, ლუი ვიტონის ხელმძღვანელი.
საინტერესოა ისიც, რომ ფარელს ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც კვლავ ლუი ვიტონით დაიწყო. ჯერ კიდევ 2004 წელს მან ბრენდის სათვალეების ხაზზე იმუშავა Louis Vuitton-ის შემოქმედებით ხელმძღვანელ მარკ იაკობსთან ერთად, რომელიც 2018 წელს ხელახლა აბლოჰმა, ფარელის მეგობარმა და თანამშრომელმა გამოუშვა. ამას გარდა, ფარელს ბრწყინვალე თანამშრომლობა ჰქონდა Chanel-სა და Moncler-თან, რომელსაც ამ კვირაში ლონდონში იხილავენ. Adidas Originals-თანაც დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებს და სულ ახლახან კანის მოვლის ხაზი Humanrace-იც ჩაუშვა.
Louis Vuitton Men-ის ახალი დიზაინერი წლების განმავლობაში სტილის ჰიპერთანამედროვე გრძნობას აყალიბებდა, რაც ძალიან ახლოს დგას მოდის გულშემატკივართა ახალ თაობასთან. ამგვარად, 2000-იანი წლების დასაწყისში სკეიტბორდერების ტანსაცმლის სტილის შემოტანით ჰიპ-ჰოპის სტილიც კი დაარღვია. მისმა მგრძნობელობამ გენდერულად ნეიტრალური ტანსაცმლის არსებობაც კი იწინასწარმეტყველა, როცა ფიბი ფილოს, შემდგომში Céline-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ქალის ტანსაცმლის დიზაინი მიიღო და გახდა პირველი კაცი, რომელიც შანელის რეკლამაში 2017 წელს გამოჩნდა.
LVMH-სა და ფარელს შორის კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა ფარელის კრეატიული მრჩეველი, იაპონელი პროდიუსერი და დიზაინერი Nigo Kenzo-ს სათავეში ვიხილეთ. ფარელისა და ნიგოს კავშირი კი 2000 წლებიდან იწყება, როცა მათ ქუჩის ტანსაცმლის ბრენდი Billionaire Boys Club დააარსეს.
როგორც ამბობენ, ახალი დიზაინერი ლუი ვიტონს სტრატეგიის სრულყოფაში დაეხმარება, რათა მდიდრული ბრენდი გლობალურ პოპკულტურულ მოძრაობად გადააქციოს… იგი კაცების მოდაში ერთ-ერთ ყველაზე ხილულ თანამდებობას დაიკავებს და პასუხისმგებელი იქნება წელიწადში ორი კოლექციის შექმნაზე, რომელიც მოიცავს ჩანთებს, აქსესუარებსა და ტანსაცმელს. მართალია, ფარელს ჯერ ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მისმა მეგობარმა, სახელად Pusha-T, ინსტაგრამ სთორების საშუალებით ფაქტობრივად ყველაფერი თქვა: