28
Feb
2019

Louis Vuitton-მა ფანქრების ჩასადები გამოუშვა

28 Feb 2019

ცნობილმა ბრენდმა, Louis Vuitton-მა ახლახან ფანქრების ქეისი გამოუშვა. ყავისფერი ტყავის ჩასადებს ზედ ბრენდის ცნობილი პრინტი აქვს, ხოლო შიგთავსი კი 40 ფანქარს მოიცავს – რამდენიმე ძირითადი ფერის გრადაციებს. მოდის მიმდევრებისთვის და, მით უფრო, შემოქმედებითი ადამიანებისთვის Louis Vuitton-ის ფანქრების ქეისი მართლაც მისწრებაა, თუმცა, იმას, თუ რამდენად შესაბამისია ფასი, უკვე მოჰყვა კრიტიკული რეზონანსი. ჩასადების ღირებულება 900 დოლარია. როგორც ცნობილია, მისი შეძენა მარტის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

განხილვა