რაგბის მსოფლიო თასის ფინალამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, გამარჯვებულისთვის მთავარი პრიზი კი ძვირადღირებულმა ბრენდმა, Louis Vuitton-მა, „შეფუთა“. ბოლოს მან თასთან დაკავშირებულ დიზაინზე 2015 წლის ჩემპიონატზე იზრუნა, ახალ ნამუშევარს კი ხელოვნების ნიმუშსაც ადარებენ.
დახვეწილი დიზაინი, ბრენდის ცნობილი მონოგრამა, გამარჯვების სიმბოლო და ტურნირის ფერები (ლურჯი, თეთრი, წითელი) — ეს კომპონენტები ყუთის ვიზუალშია გაერთიანებული. ამავდროულად, მასზე დატანილია რომაული რიცხვი XV, რაც სიმბოლურად რაგბის გუნდში მოთამაშეთა რაოდენობაზე მიანიშნებს.
ბუნებრივია, დიზაინში Louis Vuitton-ის მარადიული ესთეტიკაც იკვეთება — საკულტო ყუთის დიზაინით, პატერნით, საკეტებითა და საკინძებით, რომლებიც ბრენდის ჩექმებს 1860-იანი წლებიდან ამშვენებს. ასევე, ყუთის შიდა ნაწილი ლურჯი ტყავითაა გაფორმებული.
„ამ ახალი ოფიციალური თასით რაგბისადმი ერთგულებას ვაგრძელებთ და 160-წლიან ტრადიციას აღვნიშნავთ. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩვენი ბრენდი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებაზე წარვადგინოთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ გამარჯვება ლუი ვიტონის ნაწილი“, — აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები.