in

Louis Vuitton-მა უბრალო თერმო ჩანთა ძვირადღირებულ მოდელად აქცია

მოდის სამყაროში დიზაინერები უნაკლო ოსტატობით ქმნიან საოცარ ნამუშევრებს, მდიდრულ პროდუქტს და საზოგადოების ნაწილიც სიამოვნებით იღებს ახალ-ახალ ტრენდებზე დაფუძნებულ ძვირადღირებულ საგნებს. თუმცა ბოლო დროს გაჩნდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, მოდის სახლები ყოველდღიურ ნივთებს მთავარ შთაგონებად იყენებენ — უბრალოს განსაკუთრებულად გარდაქმნიან, საკუთარი ბრენდის ნიშნის ქვეშ მოაქცევენ და სასურველ ნივთად აქცევენ ბაზარზე.

ამჯერად Louis Vuitton-ზე ვსაუბრობთ, რომელმაც პლასტიკურ თერმო ჩანთაზე თავისი ერთ-ერთი ძვირადღირებული მოდელის ფოტო დაიტანა. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, ის საპიკნიკო, ბუნებაში გასასვლელ ჩანთას ჰგავს — მას პლასტმასის საყინულისთვის დამახასიათებელი ყველა დეტალი აქვს, მათ შორის მბზინავი ექსტერიერი, ადვილად დასაკავებელი სახელურები და ნაკერიც კი, რომელიც სასურსათო მაღაზიის შეფუთვის ნიუანსს მოგვაგონებს.

ერთადერთი, რაც ამ მოდელს გამოარჩევს, არის მასზე დატანილი სხვა ჩანთის რეალისტური გამოსახულებები. სწორედ ამიტომ აღწევს მისი ფასი 3 950 ამერიკულ დოლარს.

სელფი მობაილმა Nokia -სთან 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვაზე მოცულობითი ხელშეკრულება გააფორმა, რაც სელფის მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტს და დაფარვას უზრუნველყოფს

ასეთი იყო ბოდი შოპის სადღესასწაულო მსვლელობა, საკუთარ თავზე ზრუნვის დღესთან დაკავშირებით