in

Louis Vuitton-მა 13 წლის ბიჭი სტაჟიორად აიყვანა!

Louis Vuitton-ის ირგვლივ კი ხშირად ვირჯილ აბლოსა და ფარელ უილიამსის სახელები გვახსენდება, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი ახალგაზრდა კრეატორებსაც უჭერს მხარს — ამ კვირაში კომპანიამ 13 წლის ბიჭი მილანი სტაჟიორად აიყვანა! ყველაფერი კი X-ზე დედის პოსტით დაიწყო, შვილის სკეტჩები გამოაქვეყნა და მოდის სახლი მონიშნა, რითაც შვილის ოცნება რეალობად აქცია… 

თუმცა ამას წინ უძღოდა ნოემბერში გამოქვეყნებული პოსტი კვლავ შვილის სკეტჩების ვიზუალებით და აღწერით, თუ როგორ იზიდავდა მას მოდა და ტყავის ნაკეთობები. ამან ფრანგული ახალი ამბების სააგენტოს ჟურნალისტის მარი ჯენტრიკის ყურადღება მიიპყრო. მილანთან მხოლოდ ინტრევიუ კი არ ჩაატარა, არამედ სწორედ მისი იდეა იყო ლუი ვიტონისთვის ნამუშევრების შეთავაზებაც, რამაც უდავოდ საოცარი შედეგი გამოიღო — მილანს ლუი ვიტონმა სტაჟირება შესთავაზა. სკეტჩების ავტორი კი ამ ამბავს ჯადოსნურს უწოდებს.

ნახატები, რომლითაც 13 წლის ბიჭმა მოდის სახლი დააინტერესა, ქვემოთ შეგიძლიათ, ნახოთ:

 

ამერიკელები მთვარეზე ბრუნდებიან — რაკეტა დღეს გაეშვება!

რა არის ინვესტირება და რომელია ინვესტიციების ძირითადი ტიპები?