in

Louis Vuitton პირველ კაფე-რესტორანს ხსნის

1 თებერვალს იაპონიაში, კერძოდ, ოსაკაში, Louis Vuitton მის პირველ კაფე-რესტორანს ხსნის. ეს პირველი შემთხვევაა, რაც ბრენდი კულინარიულ სფეროში შეიჭრა. კაფე-რესტორანი ოთხსართულიანი სავაჭრო ქსელის მეოთხე სართულზე იქნება განთავსებული და მას ტერასა და კოქტეილ ბარიც ექნება. როგორც Vogue აჯამებს, ეს იქნება შოპინგის შემდგომ დასასვენებელი და განსატვირთი ადგილი.

BOG
BOG

 

ლუი ვიტონის კაფე-რესტორანის ექსტრავაგანტური კარის მიღმა კი ნატურალური დეტალებით შექმნილი, დახვეწილი დიზაინის მქონე სივრცე დახვდება ვიზიტორს. ღია სამზარეულო, ორიგინალური დეკორაციები და ერთ სივრცეში გაერთიანებული რამდენიმე გასტრონომიული ადგილი – ასე აღგვიწერს ვოგი ბრენდის პირველ კაფე-რესტორანს.

და აი, ისიც:

 

 

ლას-ვეგასს ახალი სლოგანი აქვს

იქნებ, სამყაროს უბრალოდ “სნიკერსი” სჭირდება? რეკლამა სუპერთასისთვის