20
ნოე
2017

ფარელ უილიამსის სიმღერა, რომელსაც კაცობრიობა 100 წლის შემდეგ მოისმენს! – Louis XIII-ის კამპანია გარემოს დასაცავად

20 ნოე 2017

ტემპებით, რომლითაც მთელი სამყარო იცვლება და იმ დაუდევარი მიდგომით, რაც გარემოს მიმართ გვაქვს, 100 წლის მერე მსოფლიოს მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მართალია, ამ რთულ პრობლემაზე ხმამაღლა ბევრს საუბრობენ, თუმცა, მდგომარეობა უკეთესობისკენ ნამდვილად არ იცვლება. კონიაკის მწარმოებელმა ერთ-ერთმა უძველესმა ბრენდმა Louis XIII  გადაწყვიტა საზოგადოებისთვის უფრო მეტი მოტივაცია და ინტერესი მიეცა, ამიტომ მომღერალ ფარელ უილიამსთან ერთად კამპანია წამოიწყო. მომღერალმა, სპეციალურად ამ აქტივობისთვის, საიდუმლოდ სიმღერა ჩაწერა და Louis XIII-ის დახმარებით საიმედოდ დალუქა. კამპანიის ჩანაფიქრი ამ სიმღერის და მასთან ერთად ბრენდის კონიაკის, 100 წლის შემდეგ გახსნაა.

BOG PLUS

 

განხილვა