in

The High-End of Luxury – LOUIS XIII წარმოგვიდგენს ახალ ლიმიტირებულ გამოცემას – RARE CASK 42.1

დროისა და ბუნების ნამდვილი სასწაული RARE CASK 42.1, რომელიც მსოფლიოს პირველად 2023 წლის მარტში გააცნეს, მოგზაურობას განაგრძობს. ვენეციაში, შემდეგ კი ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გამართულმა მასშტაბურმა პრეზენტაციამ მიმდინარე წელს სხვადასხვა გამორჩეულ ადგილას გადაინაცვლა. ამჯერად LOUIS XIII RARE CASK-ის კოლექციის ახალი, ლიმიტირებული გამოცემა თბილისში, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამართულ ექსკლუზიურ გალა-ვახშამზე წარადგინეს და მიწვეულ სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქეს.

CARE FOR WONDERS, ანუ „გაუფრთხილდით საოცრებებს“ – ამ თემით აღნიშნა LOUIS XIII RARE CASK 42.1-მა ეს განსაკუთრებული მოვლენა საქართველოს დედაქალაქში უცხოელ სტუმრებთან, მედიის წარმომადგენლებთან და კონიაკ LOUIS XIII-ს მოყვარულებთან ერთად.

LOUIS XIII ლიმიტირებული გამოცემის პრეზენტაცია და საზეიმო საღამო საქართველოში, კომპანია GD Holding-ის დაკვეთით განხორციელდა, ვიზუალურად გააფორმა და ორგანიზება გაუწია „ანი პირველი ივენთსმა“.

ბოლო ათწლეულის მანძილზე ლეგენდარული კონიაკის სახლის პირველი გამორჩეული გამოცემა LOUIS XIII-ის მაქსიმალურ გამოხატულებას წარმოადგენს. LOUIS XIII RARE CASK ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობით – ერთადერთი კასრიდან ჩამოსხმული სულ 775 ბოთლით, რომლებიც სპეციალურად დაამზადა კომპანია Baccarat-მა შავი ბროლისგან. თითოეული კასრი იქმნება ფრანგული მუხისგან, რომელსაც 100 წელი სჭირდება სოლიდურ ასაკამდე მისაღწევად. როგორც ამბობენ, ასეთ ხეს საკუთარი სული აქვს და  ჩურჩულით გადასცემს მას eaux-de-vie-ს, ე. წ. „სიცოცხლის წყალს“.

Cognac Grande Champagne-ის ადგილწარმოშობის ახალი, ექსკლუზიური LOUIS XIII RARE CASK შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა საოცრებებზე – დროსა და ბუნებაზე, ხელოვნებისა და ნოუ-ჰაუს მიჯნაზე, იმისათვის, რომ სამყარომ მომავალშიც შეძლოს მათით ტკბობა.

ექსკლუზიური, შეზღუდული სერია RARE CASK შეარჩია ბატისტ ლუაზომ – მარნების ოსტატმა მეხუთე თაობაში, რომელმაც აღმოაჩინა ერთადერთი კასრი განსაკუთრებულად არომატული პროფილით LOUIS XIII-ის საგვარეულო Domaine du Grollet-ის მარანში.

RARE CASK-ის აღმოჩენა უნიკალური მომენტია LOUIS XIII-ის მარნების ოსტატის ცხოვრებაში, რადგან ასეთი სპონტანური, იშვიათი მოვლენა შესაძლოა მხოლოდ ერთხელ მოხდეს მის ცხოვრებაში.

მართალია, RARE CASK-ის უნიკალურობა ბუნების ბოძებულ სასწაულზეა დაფუძნებული, თუმცა მისი შექმნისთვის აუცილებელი ნოუ-ჰაუ გაჩნდა ამ ხელოვნების თაობიდან თაობაზე გადაცემის შედეგად, რა დროსაც თითოეული ოსტატი თავისი წინამორბედების ხელწერას ინარჩუნებდა“, – ამბობს ბატისტ ლუაზო.

ლეგენდარული ბოთლის ფორმირება – ესაა ხელოვნებისა და ნოუ-ჰაუს შერწყმის შთამბეჭდავი დემონსტრაცია, რომელსაც საფრანგეთის საუკეთესო ბროლის სახლების ოცი ოსტატი ქმნის. ძვირფასი ქვის მსგავსი იდეალური შავი ფერის მისაღწევად საჭიროა წარმოუდგენელი ტალანტი და უკიდურესი სიფრთხილე.  ბოლოს ბოთლს უმაგრდება ოქროთი და როდიუმით გაწყობილი ყელი, რგოლი კი დამშვენებულია ოთხყურა ორნამენტების ნატიფი გრავიურით, რომელიც Fleur-de-lis-ს – ფრანგულ ჰერალდიკურ შროშანს მოგაგონებთ.

რატომ საქართველო?

რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა უნიკალური მემკვიდრეობა, ტრადიციები და ესთეტიკური სილამაზე. დღეს საქართველო ისევ რჩება შთაგონების წყაროდ მთელი მსოფლიოს შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებისათვის.

LOUIS XIII-ის შესახებ

1874 წლიდან მოყოლებული, კონიაკი LOUIS XIII მუდმივად ხელახლა იბადება თაობიდან თაობაზე გადაცემული და ოსტატურად კუპაჟირებული Cognac Grande Champagne-ის ძვირფასი საკონიაკე eaux-de-vie-სგან. დრო – არის ის მთავარი მასალა, რომლისგანაც იქმნება ეს უიშვიათესი სული თავისი მდგრადი არსით.

მარნის ოსტატის, ბატისტ ლუაზოს ხელმძღვანელობით, LOUIS XIII წარმოადგენს ბუნებასა და ე.წ. ტერუარს შორის მჭიდრო კავშირის სიმბოლოს, დროის ანაბეჭდით კიდევ უფრო გაძლიერებულს. თითოეული წვეთი ცოცხალი მემკვიდრეობაა, თითოეული ბოთლი – დღესასწაულია შორსმჭვრეტელი გონებისა და ადამიანის ხელებისა, რომლებიც ქმნიან მომავალს, დღესვე ტოვებენ კვალს ხვალინდელ დღეში.

იფიქრეთ ასი წლით წინ!

პრემიალური ფრანგული ბრენდის ღონისძიების პიარ მხარდაჭერა და კონტენტის მომზადება უზრუნველყო სააგენტომ  SYMMETRA DIGITAL.

[R]

როგორ შევურჩიოთ მომხმარებლებს სადღესასწაულო საჩუქრები?

Touch Summit-მა ღონისძიების სრული პროგრამა და ვორქშოფები დააანონსა