in

ცომეული, როგორც ვალენტინობის მთავარი საჩუქარი — Uber Eats-ის კამპანია

Love at First Bite…

BOG
BOG

ვალენტინობის დღისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ლეგომ სიყვარული თუ კუბიკებად დაშალა, Uber Eats-ის საკვების მიწოდების სერვისმა Greggs-თან პარტნიორობა დაიწყო და გადაწყვიტა, ვალენტინობის დღეს შოკოლადების, სამკაულებისა თუ ვარდების გაგზავნის აწ უკვე გაცვეთილ მეთოდს თავი აარიდოს. სურთ, რაღაც ისეთი მიუტანონ წყვილებს, რასაც მეორე ნახევართან გაიზიარებენ და გამოსავალი არც მეტი, არც ნაკლები ცომეულში იპოვეს.

ისინი Bake Tray-ის მდიდრულ წითელ ყუთს სთავაზობენ მომხმარებლებს, რომელშიც 6 სახის ძეხვის ხვეულაა მოთავსებული:

რა იქნებოდა ამ დღის გასატარებლად გრეგსის ცომეულზე უკეთესი? ვიცით, რომ ჩვენს მომხმარებლებს უყვართ მნიშვნელოვანი მომენტების აღნიშვნა Uber Eats-თან ერთად, ამიტომ, 14 თებერვლისთვის გადავწყვიტეთ, მათთვის რაღაც ცოტა უფრო სახალისო შეგვეთავაზებინა, — აცხადებს მეთიუ პრაისი, Uber Eats-ის გენერალური მენეჯერი.

4400 გაყიდული ავტომობილი – Tegeta Cars-ის 2023 წლის შეჯამება და გეგმები ელექტროტრანსფორმაციის გზაზე

BTU მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს