in

სიყვარული იარლიყების გარეშე

ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია “Ad Council”-მა და სააგენტო “R/GA”-მ ერთად სიყვარულის თავისუფლებაზე იმუშავეს.

მათი რეკლამა იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციაში იმყოფებიან. ხშირად, ვერც კი ვხვდებით, რის გამო გვიჩნდება ადამიანის მიმართ სიძულვილი. ამ ყველაფერს კი უამრავი პრობლემები მოაქვს.

კრეატორებმა შეგვახსენეს, რომ არ ღირს ადამიანზე პირველი შთაბეჭდილებებით ვიმსჯელოთ. არ ღირს ყურადღება მივაქციოთ მის კანის ფერს, რელიგიურ შეხედულებებს.

ამის დასამტკიცებლათ “Ad Council”-მა კალიფორნიის ქუჩებში დიდი რენტგენი დააყენა. წყვილებს რენტგენის უკან დადგომა სთხოვეს და როდესაც ისინი  სცენაზე გამოდიოდნენ, ქუჩაში შეკრებილი ხალხი ხედავდა, რომ რენტგენის უკან სრულიად სხვადასხვა წყვილები იდგნენ და არა “სტანდარტული” როგორიც ადამიანის აზროვნებაშია ჩაბეჭდილი.

“ვარდისფერი არმია” – კიბოს საწინააღმდეგო კამპანია

ინოვაციური Facebook რეკლამა უკვე საქართველოშია!