გასულ წელს Marvel-ის ცნობილი მსახიობი ჯერემი რენერი მძიმედ დაშავდა, როდესაც დაგორებულ თოვლის საწმენდ მანქანაში ასვლას და მის გაჩერებას ცდილობდა… ინციდენტის დროს 38 ძვალი მოიტეხა, თუმცა ოპერაციამ და რეაბილიტაციას პროცესმა იმდენად კარგად ჩაიარა, რომ უკვე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. როგორც ჩანს, მას სირბილიც კი შეუძლია, რაც სპორტული ფეხსაცმლის ბრენდ Brooks-ისთვის კამპანიის შთაგონებად იქცა.
რეკლამაში „Love, Hope and Titanium“ 53 წლის ჯერემი ირონიულად ამბობს, რომ თითქოს არაფერი ესაქმება სარბენი ფეხსაცმლის რეკლამაში… 15 თვის წინ ხომ „მკვდარი“ იყო. აქვე ჰყვება, როგორ ამბობდნენ ექიმები, რომ მსახიობი ვეღარასდროს შეძლებდა სწორად სიარულს, რომ აღარაფერი ვთქვათ სირბილზე. თუმცა რეკლამაში ნათლად ჩანს, როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა — აქვე ხაზგასმულია, მის გამოჯანმრთელებას როგორ შეუწყო ხელი სწორმა ფეხსაცმელმა.