შესაძლოა, Hultén’s Doodlestation საკმაოდ აბსურდულ სინთეზატორად გამოიყურება, თუმცა იგი თანამედროვე ეპოქისთვის შეიქმნა… Love Hultén აუდიოვიზუალური მხატვარი და ამასთან, ხეზე მუშაობის მოყვარულია. იგი ეკლექტიკურ სინთეზატორებსა და მედულარულ ელექტრონულ ინსტრუმენტებს ამზადებს, რისთვისაც თავის საოცარ ფანტაზიას, სინთეზატორების აგებისა და ელექტრო უნარებსაც იყენებს. ამ შემთხვევაში კი პოპ კულტურა აირჩია.
შესაძლოა, Doodlestation მის წარსულ ნამუშევრებსაც მოგაგონებდეთ, მაგრამ იმით განსხვავდება, რომ დასაკრავად მეტად სახალისო ინსტრუმენტია — როდესაც კლავიშს დააჭერთ, ეკრანზე Nyan Cat-ish მულტფილმის ბიჭი ჩნდება, რომელიც პირიდან ცისარტყელებსაც უშვებს. ცისარტყელები კი, თავის მხრივ, საკმაოდ ჭკვიანურად იღებს იმ ტალღის ფორმას, რომელსაც სინთეზატორი უკრავს, იქნება ეს კვადრატები, სამკუთხედები, ტალღები თუ სხვა ფორმები.
რაც შეეხება ფერთა კომბინაციას, იგი საკმაოდ ლოგიკურიცაა, რადგან ხელოვანისთვის ერთ-ერთი ინსპირაცია ფრანკენშტაინის მონსტრი იყო. შესაბამისად, ზეთისხილისფერ მწვანე საღებავს, რამდენიმე ფერად კლავიშთან, შესაერთებელთან და კაბელთან ერთად იყენებს.