სადღესასწაულო სეზონისთვის ტიფანი შეგვახსენებს, რომ სიყვარული საჩუქარია, ამ გზავნილს კი საკულტო ცისფერი ყუთებით გადმოგვცემს… მთავარი გმირი კვლავ ანა ტეილორ-ჯოი გახლავთ, რომელიც ტიფანის ლურჯი ყუთებისგან აშენებულ არარეალურ სივრცეებში მოგზაურობს, თითოეული კი ტოკიოს, ნიუ-იორკისა და ლონდონის სიყვარულის ინტიმურ ისტორიებს ავლენს.
ტოკიოში თუ ბავშვი საჩუქრით ხელში მირბის მშობლებისკენ, ნიუ-იორკში ქალი ტიფანის ყუთით ხელში სეირნობს, ხოლო ლონდონში წყვილის რომანტიკული ვახშმის მოზიარე ვხვდებით. ეს არც შემთხვევითია, რადგან ასე ზამთრის სეზონის სენტიმენტების გაღვიძება სურთ, რასაც კიდევ უფრო აძლიერებს 1945 წლის სიმღერა Dream:
რეკლამაზე Anomaly-სთან ერთად იმუშავეს, რომელმაც ასე წინა წლების With Love, Since 1837-ის კამპანია გააგრძელა…












