6
Aug
2019

Love is Love – „კოკა-კოლას“ სასიყვარულო კამპანია

6 Aug 2019

„კოკა-კოლამ“, უნგრეთში, სარეკლამო კამპანია “Love is Love” დაიწყო. პოსტერები გზავნილით “Zero Sugar, Zero Prejudice” [„ნული შაქარი, ნული ცრურწმენა“/უსაფუძვლო უარყოფითი შეხედულება ვინმეს მიმართ] სპეციალურად ადგილობრივი ბაზრისთვის შეიქმნა.

 

View this post on Instagram

Love is love❤️

A post shared by Coca-Cola Magyarország (@cocacolamagyarorszag) on

როგორც CNN წერს, კამპანია უკვე გააკრტიკეს უნგრეთის ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებმა. საქმე ის არის, რომ ბრენდმა პოსტერებისთვის, სხვადასხვა, მათ შორის, ერთი სქესის წყვილები გადაიღო. კამპანიის მოწინააღმდეგეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს „კოკა-კოლას“ პროდუქტს და “Love is Love”-ის წინააღმდეგ „ონლაინ“ პეტიცია შექმნეს და 25 000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. ამბობენ, თუ ახლა ამას არ გააპროტესტებენ, ქვეყანაში უფრო მეტი მსგავსი რეკლამა, პოსტერი, ფილმი გამოჩნდება.

„Coca-Cola, ბიზნესში, მრავალფეროვნების, ინტეგრაციისა და თანასწორობის მომხრეა, იმავე ღირებულებებს ვუჭერთ მხარს საზოგადოებაში – ამბობს კომპანიის სპიკერი – როგორც LGBTQI თემის დიდი ხნის მხარდამჭერები, ვთვლით, რომ ყველას აქვს უფლება უყვარდეს ის ადამიანი, ვისაც თავად ირჩევს. უნგრეთში მიმდინარე ჩვენი კამპანია, ზუსტად ამ ღირებულებებს ასახავს“.

წინააღმდეგობის მიუხედავად, „კოკა-კოლაში“ ამბობენ, რომ “Love is Love” მუსიკალური ფესტივალ Sziget-ის დასრულებამდე [13 აგვისტო] გაგრძელდება. სწორედ ამ „ივენთს“ მიუძღვნა ბრენდმა ახალი კამპანია.

 

განხილვა