in

წარსულის თბილი ემოციები „გორგიაში“ – „Love Is” სტიკერების კამპანია

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ვალენტინობას მომხმარებლებს სასიამოვნო სიურპრიზს სთავაზობს. 14 თებერვალს, ათივე ფილიალში, ერთგული მომხმარებლები თბილი და ემოციური „სიყვარულის სტიკერებით“ დასაჩუქრდებიან. აღნიშნულმა კამპანიამ უკვე ძალიან დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან მოცემული სტიკერები ყველასთვის კარგად ნაცნობი – “Love is” საღეჭი რეზინის მიხედვით არის შექმნილი.

როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია – აღნიშნული კამპანიის მთავარი მიზანი ჩვენს ერთგულ მომხმარებლებში და, ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობაში, დადებითი ემოციების აღძვრაა, რადგან პანდემიით გამოწვეული სტრესი და დაძაბულობა ნეგატიურად მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარულია დედამიწის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ისიც, რომ მსგავსი პატარა დეტალებით შეგვიძლია ერთმანეთის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა“ – აცხადებენ „გორგიაში“.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ „გორგიას“ ოფიციალურ Facebook გვერდზეც მიმდინარეობს სოციალური მედიის კამპანია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, აღნიშნული სტიკერებით მიიღონ მონაწილეობა და აქვთ შანსი, დასაჩუქრდნენ ჰუავეის სმარტ საათით. აქტივობის პოსტი კომპანიის Facebook გვერდზე არის აპინული და მონაწილეობის პირობები ძალიან მარტივია.

უნდა ითქვას ისიც, რომ „გორგიას“ ყველა ფილიალში 14 თებერვალს ფასდაკლებები შეეხება იმ ნივთებს, რომლებიც საყვარელი ადამიანების გაბედნიერებაში დაგეხმარებათ.

შეგახსენებთ, რომ DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ საქართველოში ათი ფილიალით არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს 50 000-ზე მეტ პროდუქტს სთავაზობს სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო, ტექნიკის, სათამაშოების, ავეჯის, ბაღისა და სხვა მრავალ კატეგორიაში.

[პარტნიორის კონტენტი]

“ექიმო”! – ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბევრად უფრო მარტივია

ნიკა აბაშიძე: „ლოგო ვიყიდე – ავტორი 9 წლისაა“