6
Feb
2015

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო – 19 წლის ქართველი რეჟისორის პროექტი

6 Feb 2015

Elit Electronics


მარკეტერი წარმოგიდგენთ 19 წლის ქართველი რეჟისორის სანდრო ყუფარაშვილის [William Hemblton]-ის სოციალურ ვიდეო რგოლს.

“ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სოციალური ტიპის რეკლამები ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყოლია. რისთვის იღებენ მსგავს ვიდეო რგოლებს? რა არის მათი მიზანი – უბრალოდ ცნობიერების ამაღლება თუ გარკვეული ქცევის მოტივირება?

ქართული საზოგადოებისთვის ამ ტიპის რეკლამებში ასახული ბევრი პრობლემა ნაცნობია, ბევრიც მიუღებელი, თუმცა იშვიათად თუ ცდება ამ პროდუქტის ზემოქმედების ფარგლები მხოლოდ ემოციებს. თითქოს ეს პრობლემა შორეულია და მიუწვდომელი, მისი შეცვლა არ შეიძლება, ამ მოვლენამდე ათასობით კილომეტრი გვაშორებს.
გადავწყვიტე, სოციალური პრობლემები უფრო ახლოს მომეტანა ქართული საზოგადოებისთვის. რატომაც არა? არსებობს რესურსი, არსებობს მსგავსი საკითხები და ცნობიერება ხალხში, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ქცევას.

სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადავიღე ეს ფილმი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ მთავარი არაა როგორ გიყვარს, მთავარია როგორ გამოხატავ ამას და რას აკეთებ ამ სიყვარულისთვის. მოვიშველიებ ცნობილ ფრაზას: ,,შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო,” – გაბრიელ გარსია მარკესი.

განხილვა