ავსტრალიელებისთვის ყავა უფრო მეტია, ვიდრე დილის მატონიზირებელი საშუალება, რასაც მისი მდიდარი კულტურის ისტორია განაპირობებს. სწორედ ამ ერთგვარი რიტუალის ირგვლივ შეიქმნა კომპანია Mr. Black Roasters and Distillers, რომელიც ყავისა და ლიქიორის ნაზავს აწარმოებს.
ახლა კი WiredCo-მ Mr Black Roasters & Distillers-ისთვის ახალი კამპანია შეიმუშავა, სახელწოდებით Love Sounds. საგულისხმოა, რომ ეს ბრენდის პირველი ინტეგრირებული ნამუშევარია. აღნიშნული კამპანიის არსი საკმაოდ კრეატიულად არის გადმოცემული — უჩვეულოდ, წარმოუდგენლად გემრიელი რაღაცის დაგემოვნებისას, სიამოვნებას ხშირად ბგერებით გამოვხატავთ, ნაცვლად „არაფრისმთქმელი სიტყვებისა“.
ცხადია, Love Sounds ბრენდის ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად. კამპანია გამოჩნდება ციფრულ, სოციალურ და აუდიო მედიაში (როგორიცაა პოდკასტი).