28
Dec
2018

„ის აქ არის“ – „სიყვარულით სავსე ახალი წელი“ და ადამიანები თბილისიდან

28 Dec 2018

თბილისის მერიამ, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი მოამზადა. გია ყანჩელის მუსიკის – „ის აქ არის“ ფონზე, აქ არიან ადამიანები თბილისიდან: ორდიპლომიანი ტაქსისტები, ერთმანეთთან სასაუბროდ ფანჯრებთან გადმომდგარი მეზობლები, მოსეირნე წყვილები, ცელქი პატარები, თბილი მოხუცები, მეეზოვეები, უპატრონო ძაღლები, მარშრუტკის მძღოლები და ა.შ. აქ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისის ხასიათს გადმოსცემენ. ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.

კრედიტები

კლიენტი: თბილისის მერია
პროექტი: სიყვარულით სავსე ახალი წელი
სააგენტო: JWT Metro
პროექტის დირექტორი: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი
ექაუნთ მენეჯერი: ანი გვათუა

რეჟისორი: გიორგი პოპიაშვილი
არტ დირექტორი: გიორგი პოპიაშვილი,მერი გიორგობიანი
რეჟისორის პირველი ასისტენტი: სალი ჯუღელი
დამდგმელი ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი, გიორგი შველიძე
ოპერატორის ასისტენტი: გუკა კვიტაშვილი, გიორგი შაყულაშვილი
მეორე უნითის რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი
მესამე უნითის რეჟისორი: ბურო
პროდაქშენ დიზაინერი: თეკლა ბერძენიშვილი
პროდაქშენ დიზაინერის ასისტენტი: მარიამ ეპიტაშვილი
ქასთინგი: Endling_official

პროდაქშენ კომპანია: Metro Production
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
პროდაქშენის ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე
პროდიუსერი: მარიამ სოსელია,გიორგი გურგენაძე,თამი მორჩილაძე
პროდაქშენ მენეჯერი: დავით მაღლაკელიძე
ხმა: კობა კვაჭაძე
სიმღერა: გია ყანჩელი ,,ის აქ არის’’

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] აზრით არის შექმნილი თბილისის მერიის საახალწლო ვიდეო […]