მაკდონალდსი, თავისი ახალი კამპანიით, საზოგადოებას ერთ მნიშვნელოვან „ვალდებულებას“ ახსენებს: გადაყარონ შეფუთვები. სარეკლამო სააგენტო TBWA\ANG-ის მიერ შემუშავებული კამპანია იმ სამწუხარო ფაქტისკენაა მიმართული, რომ მომხმარებლების ნაწილი საკვების მირთმევის შემდეგ აღარ დარდობს ნარჩენებზე — ქაღალდის შეფუთვასა თუ ჭიქის პლასტმასას თავსახურებზე.
„Love where you live“-ის ფარგლებში გადაღებული ფოტოები ორმაგ სტანდარტებს უსვამს ხაზს: საგულდაგულოდ იცავენ თავიანთ სახლებს, მაგრამ ქუჩებში საკვების შეფუთვებს ყრიან. „ისევე, როგორც საკუთარი სახლის აკვარიუმში არ ჩავაგდებთ გამოყენებულ ქაღალდის ჭიქას, ანალოგიური პატივისცემა უნდა გამოვხატოთ გარემოს მიმართ, რადგან ის ჩვენი სახლია“.