in

გიყვარდეს შენი კულულები – “Dove”-ი აგრძელებს ქალების მხარდაჭერას

BOG
BOG

“Dove” და სარეკლამო სააგენტო “Ogilvy&Mather” 2014 წლიდან თავის რეკლამებში ქალების მხარდამჭერად გამოდიან.

ხშირად ქალები იმას თვლიან მინუსად, რაც მათ გამოარჩევთ და უფრო უკეთესს ხდით. სწორედ ამიტომ “Dove”-ის სარეკლამო რგოლი სპეციალურად მათთვის გადაიღეს, ვისაც კულულები  წვალებად და წყევლად მიაჩნია.

ვიდეოში პატარა გოგონებს თავისი ხუჭუჭა თმა აწუხებთ. თმასთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარებაში მშობლები ეხმარებიან. “Dove”-ი კი გვარწმუნებს, რომ ხუჭუჭა თმა ინდივიდუალობას გვმატებს და წვალება სულაც არაა.

სანამ “Dove”-ი თავის მომხმარებელს ამხნევებს, მათმა ვიდეომ მილიონზე მეტი მნახველი დააგროვა და კამპანიის ფარგლებში გადაღებულ რეკლამებს  შორის ყველაზე პოპულარული გახდა.

http://youtu.be/ou7CyPtkpng

Vogue-ს მოდელები სათამაშოებად იქცნენ

28 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენა 2015 გაიმართება !