in

როგორ დავგეგმოთ ღონისძიება მინიმალური ნარჩენებით?

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩავლის შემდეგ, ძალიან ბევრი გამოუსადეგარი ნივთი გვრჩება, რომელიც შემდეგ ნარჩენად იქცევა და ნაგავსაყრელზე ხვდება. ასეთ ნარჩენს ძირითადად ერთჯერადი მოხმარების ნივთები წარმოადგენს, რომლის არათუ ხელმეორედ გამოყენება, არამედ გადამუშავებაც კი შეუძლებელია. 

მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, ფეხი აიდგა ნულოვანი ნარჩენის, იგივე Zero Waste მოძრაობამ. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, როდესაც გარემოს პლასტმასით თუ სხვა ტიპის ნარჩენით დაბინძურებამ კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანა და აუცილებელი გახდა არამარტო გადამუშავებაზე დაგვეწყო ფიქრი, არამედ მოხმარების შემცირებაზეც.

გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია CENN-მა, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, შეიმუშავა პრაქტიკული გზამკვლევი კონკრეტული რჩევებით, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურად ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ ინფორმაციას, თუ როგორ შევამციროთ ნარჩენი სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზებისას.

გზამკვლევის გადმოსაწერად ეწვიეთ CENN-ის გარემოსდაცვით ცოდნის პორტალს.

გზამკვლევის ვრცელი სახით სანახავად ეწვიეთ GE_Waste.  (ინგლისური ვერსია: ENG_Waste)

[R]

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გრძელი სია ცნობილია

ACAG-ის სააგენტოები, თვითიზოლაციის წასახალისებლად, პოსტერებზე მუშაობენ