13
May
2019

„ბევრი რამ გავს გერმანულს, „ლოვენბრაუ“ არის“

13 May 2019

კობი
კობი


„ნატახტარი“, საქართველოში, ექსკლუზიურად წარადგენს „ლოვენბრაუს“ – გერმანული ლუდი კომპანიის პორტფელს ცოტა ხნის წინ შეემატა. ადგილობრივ ბაზარზე, ბრენდის ინტეგრირებულ საკომუნიკაციო კამპანიაზე სარეკლამო სააგენტომ “SAATCHI & SAATCHI Tbilisi” იმუშავა.

 

კომპანია „ნატახტარში“ ამბობენ, რომ „ლოვენბრაუ“ არის ლუდი, რომელიც უკვე 636 წელია მთელ მსოფლიოში ავრცელებს გერმანულ კულტურას, ლუდს კი ამ კულტურაში ძალიან დიდი ნაწილი უკავია.

„მის ცისფერ ფერს და ლომის ემბლემას ყველა ლუდის მოყვარული ძალიან კარგად იცნობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთხმად აღიარებენ, რომ გამორჩეული ლუდია. ყველამ იცის „ლოვენბრაუს“ სახელი და ტრადიცული გერმანული თუ ბავარიული ლუდების დროში გამოცდილი, დახვეწილი გემო“.

როგორც გვანცა ჩლაიძე (ABI portfolio Manager) ამბობს, „ნატახტარმა“ 2019 წლის იანვრიდან ლიდერი კომპანია ABInbev-ის ექსკლუზივი მოიპოვა და მის პორტფელს 7 საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი შემატა. მათ შორის არის „ლოვენბრაუ“.

„ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან „ლოვენბრაუს“ საქართველოში საკომუნიკაციო მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ კი უნდა შეგვექმნა და ფაქტობრივად, ნულიდან დაგვეწყო მრავალსაუკუნოვანი ბრენდის შენება. საქართველოში ბრენდი ასე თუ ისე ცნობადი იყო, თუმცა, ბევრი საინტერესო დეტალი „ლოვენბრაუს“ შესახებ, საერთოდ უცნობი. მიზნად ბაზარზე მთავარი გერმანული ლუდის პოზიციის მოპოვება დავისახეთ. ეს მარტივი დავალება არ იყო, რამდენადაც ამ კატეგორიაში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, მათ შორის ისეთი ბრენდების ხარჯზეც რომლებიც, როგორც კვლევამ აჩვენა, აღქმულნი არიან გერმანულ და ბავარიულ ლუდებად, მიუხედავად იმისა რომ გერმანიასთან საერთო არაფერი აქვთ. კომუნიკაცია პირდაპირ და ლაკონურად უნდა მოგვეხდინა, დაგვეკავებინა „ლოვენბრაუსთვის“ შესაფერისი ადგილი ბაზარზე და შეგვექმნა საუკეთესო სარეკლამო კამპანია. შედეგმაც არ დააყოვნა და ზუსტად ამ tone of voice-ის კრეატიული იდეა მოგვიტანა სააგენტომ Saatchi & Saatchi Tbilisi. სარეკლამო კამპანიით მარტივად და გასაგებად ვესაუბრებით მომხმარებელს და ხაზს ვუსვამთ „ლოვენბრაუს“ ღირსებას და უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ. ყველამ ვიცით, რომ ბევრი რამ გავს გერმანულს, „ლოვენბრაუ“ კი ნამდვილად არის. ძალიან დიდი მადლობა Saatchi & Saatchi Tbilisi-ს გუნდს, funky production-ს და რეჟისორს კირილ ნოვიკოვს. არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ამ ადამიანებთან ერთად მუშაობა და იმ შედეგის მიღწევა, რასაც მომხმარებელი ძალიან მალე თავად იხილავს“.

Saatchi & Saatchi Tbilisi-ს კრეატიული დირექტორი გვანცა დათუაშვილი ამბობს, ასეთ ბრენდთან თანამშრომლობა, მათი სააგენტოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე „ლოვენბრაუს“ მომხმარებელი ვარ და ძალიან გამიხარდა, რომ ამ ბრენდზე მუშაობის პრივილეგია მომეცა. სახუმარო თემა არაა, რომ ასეთი ისტორიის მქონე ბრენდს ლამის პირველ ოფიციალურ ATL კომუნიკაციას უკეთებ, მსოფლიოს მასშტაბით. ყველამ ვიცოდით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო რიგითი „ლონჩი“ ბაზარზე. „ლოვენბრაუს“ სამართლიანი პრეტენზია აქვს, იყოს #1 თავის კატეგორიაში; შესაბამისად, განცხადებაც ისეთი ხმამაღალი და დესტრუქციული უნდა ყოფილიყო, როგორი ამბიციებიც ბრენდს აქვს. სუპერმარკეტების დახლები სავსეა ლუდის ბრენდებით, რომლებსაც უნდათ გერმანული ჩანდნენ, „ლოვენბრაუ” კი არის ის, ვინც გერმანული ლუდი მსოფლიოს პირველმა გააცნო. მადლობის ნიშნად, ბევრს არ ითხოვს, უბრალოდ უნდა ყველამ ერთით ჩაიწიოს და თავისი კუთვნილი პირველი ადგილი დაუთმოს . იმაზე ფიქრი რომ დავიწყეთ, თუ როგორ უნდა მიგვეტანა ეს მესიჯი მომხმარებლამდე, სახალისო „ინსაითს“ მივაგენით. ლუდი არ არის ის ერთადერთი რამ, რაც გერმანული გვგონია და არაა. გერმანია ერთგვარი top of mind-ია ევროპის ამ რეგიონზე და ყველაფერ გერმანიკულზე; ხშირად სხვადასხვა კერძები, ნივთები, გუნდები, მუსიკა, ადამიანებიც კი – გვგონია რომ გერმანულია, როცა ეს სულაც არ შეეფერება სიმართლეს. რგოლი გადავიღეთ რეჟისორ კირილ ნოვიკოვთან ერთად, რომელმაც ჩვენს იდეას ფრთები შეასხა და საბოლოო რეზულტატით ძალიან გვასიამოვნა“.

Credits:

Creative Director: Gvantsa Datuashvili

Copywriter: Gvantsa Datuashvili

Jr. Art Director: Marta Ghudushauri

Account team: Ekaterine Ebanoidze, Zizi Nasrashvili, Sally Dadiani

Executive Producer: Ringailė Leščinskienė

Line Producer: Olga Bashkirova, Zuka Garibashvili

Director: Novikov Kirill

DoP: Giorgi Shvelidze

1st AD: Salome Jugeli

Focus Puller:  Zaza Tsomaia

Production Manager: Zuka Garibashvili

Location Manager: Giorgi Gurgenadze

Steadicam Operator: Dato Odisharia,Guram Odisharia

Camera Assistant: Guram Mosikashvili, Sandro Khutsishvili

Gaffer: Misho Saganelidze

Production Design: Fourk group

Wardrobe Stylist: Ika Bobokhidze

Wardrobe Stylist Assistant: Elene Zvanbaia

Casting: Misha Aphazava

Make up: Renata Korosenko

Production Sound Mixer: Alexander Shenrog

File Manager: Makho Kipshidze

Post-Production:

Editing: David Kiknadze

Color-Grading: Karolis Stankus

Sound Design: Alexander Shenrog

Mucic by: JackZaba

 

განხილვა