in ,

ლტოლვილების საძიებო აპლიკაცია I SEA, რომელმაც კანის კრეატიულ ფესტივალზე გაიმარჯვა

სოციალური პროექტი, რომელიც მიმართულია ხმელთაშუა ზღვაში ემიგრანტების ძიებასა და მათ გადარჩენაზე, ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმშია. ეს არავის გააკვირვებდა, რომ არა ამ აპლიკაციის გამარჯვება კანის კრეატიულ ფესტივალზე Cannes Lions 2016.  Apple–ის ახალმა აპლიკაციამ, აღიარებასთან ერთად, აჟიოტაჟიც გამოიწვია.

მობილური აპლიკაცია I SEA უკავშირდება სატელიტს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ნებისმიერ მონაკვეთს რეალურ რეჟიმში უჩვენებს. ადამიანების აღმოჩენის შემთხვევაში, შეტყობინება  MOAT–ში (Migrant Offshore Aid Station) იგზავნება. გემი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში პატრულირებს, სასწრაფოდ მიემართება მითითებულ ადგილზე და სამაშველო ოპერაციას ატარებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=nFeHQ2YQTqY

 

თავად იდეა ძალიან აქტუალურია, რადგან უკვე რამდენიმე ათასი ლტოლვილი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში. აპლიკაციის შემქნელ კომპანია Grey Singapore–ს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს, მაგრამ აპლიკაციის დაუსრულებელი ვერსიით კანის ფესტივალში მონაწილეობა საზოგადოებამ არ მოიწონა. ბევრმა საეჭვოდ მიიჩნია აპლიკაციის შექმნის მოტივაცია, ხოლო Apple Store-მა I SEA ბაზიდან წაშალა.

მიუხედავად გარკვეული წარუმატებლობისა, შემქმნელები ამ აპლიკაციის სრული დატვირთვით ამუშავებას გეგმავენ. ასეთი პროექტები უამრავი ადამიანისთვის გადარჩენის ერთადერთი იმედია.

მნიშვნელოვანია, რა ვიცით და არა ის, რას დაგვიძახებენ – როგორ გააშარჟა Saatchi & Saatchi-მ მარკეტერები

ტკივილგამაყუჩებლები, სახელად Damn it და Oh shit, – Print ნამუშევრები