in

ცოტა რამ LUA-ს ახალი მინიალბომის “Paper Crown” შესახებ


Tender Babies შემდეგ ლუამ ახალი, საშობაო თემატიკის მინიალბომი, “Paper Crown” შემოგვთავაზა. მინიალბომი სამ კომპოზიციას აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ისტორიას გვიყვებიან.

როგორც ლუა გვიამბობს, EP-ის ჩაწერა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მეგობრისგან აპარატურა ითხოვა და გადავწყვიტა 5 სიმღერა ჩაეწერა. საკუთარი აღჭურვილობით დადიოდა მუსიკოსებთან სარეპეტიციოებში, თუმცა, ყველა სიმღერის დასრულება ვერ მოასწრო. სრულად მხოლოდ ‘My land’ ჩაწერა და სინგლად გამოსცა. აპარატურაც დასაბრუნებელი გაუხდა და ასე მიეცა მივიწყებას ალბომის იდეა.

“ძალიან მიხარია ასე რომ მოხდა, რადგან მივხვდი, რომ იპი თავისი კონცეფციით საშობაო იყო. 2020 წლის დასასრულს ჩანაწერების არქივში “Playfellow” და “kind song” ვიპოვე. ეს სიმღერები თითქმის დასრულებული იყო, მხოლოდ ხელის შევლება სჭირდებოდა და ამიტომ ნიკო გიგინეიშვილს მივეცი დასამიქსად. მაგრამ იპისთვის მესამე სიმღერაც იყო საჭირო და გადავწყვიტე, დამეწერა მელოდია, რომელიც მთელი ზამთარი ჩემს თავში ტრიალებდა. დავჯექი და 1 წამში ტექსტი დავუწერე, შემდეგ ჩავწერე და დავმიქსეთ. ასე შეიქმნა ამ ალბომის ფავორიტი სიმღერა “happy kids forever”.”

Paper Crowns-ის სიმღერები ლუამ მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში შექმნა. “Kind song” ყველაზე ძველია და ის მაშინ დაწერა, როცა ძალიან სევდიანად გრძნობდა თავს.

“ამ სიმღერით ჩემ თავს მადლიერება და ღიმილი ვასწავლე.”

“Playfellow” მის ძმას და ბავშვობის თამაშებს ეძღვნება.

ხოლო “happy kids forever”, როგორც თავად ამბობს, უბრალოდ სიმღერაა რომელსაც, უსმენ და ყველაფერი ნათელია. სამივეს ინსპირაცია არსაიდან მოვიდა, უბრალოდ მელოდიის საშუალებით მივხვდა, ტექსტი რაზეც იყო.

“ყოველ შობას ბავშვობაში ჩემი ძმა ფურცლის გვირგვინებს მიკეთებდა.“Paper crown-ის” იდეაც აქედან წამოვიდა. ეს ის ნივთია, რომელსაც ჩემთვის განსაკუთრებული და მაგიური დატვირთვა აქვს. მიხარია რომ ასეთი სახელწოდების იპი მაქვს.”


„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

Spotify-ზე პირველი აუდიო წიგნები გამოჩნდა