in

მსახიობი ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის ფილმში “House of Gucci” ითამაშებს

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი და კომპოზიტორი, ლუკა ჩიქოვანი რიდლი სკოტის ფილმში “House of Gucci” ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუკა აღნიშნულ ფილმში ლედი გაგასთან, რობერტ დე ნიროსთან, ალ პაჩინოსთან, ადამ დრაივერთან და ჯარედ ლეტოსთან ერთად ითამაშებს.

ცნობილია ისიც, რომ ფილმი House of Gucci ამერიკული ბიოგრაფიული და კრიმინალური ჟანრის იქნება და ის 2021 წლის 24 ნოემბერს გამოვა. რიდლი სკოტის ფილმი ეფუძნება სარა გეი ფორდენის 2001 წლის წიგნს: “The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour and Greed”.

ვოლტი უკვე წყნეთშია!

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე – ფესტივალ „ნიკო“-ს და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი