19
Jun
2018

„ლუკა პოლარე“ იუბილარია! ქართული ბრენდის ათწლიანი გზა – 13 ფილიალი და 60 სახეობის ნაყინი

19 Jun 2018

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ 10 წლისაა! ბრენდმა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, დაიმსახურა არაერთი მომხმარებლის ლოიალურობა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არცისე ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც „ლუკა პოლარეს“ ქართული წარმომავლობის შესახებ აქვს ინფორმაცია. სწორედ ამ ადამიანებისთვის, „ლუკა პოლარე“ ქართული ბრენდია, რომელიც 10 წლის წინ, თბილისში, ლესელიძეზე, 20 კვ.მ. ფართში გაიხსნა და მომხმარებლებს 12 სახეობის ნაყინი შესთავაზა. დღეს, ქსელი წარმოდგენილია, ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოში: თბილისსა და ბათუმში და ითვლის 13 ფილიალს. როგორია ლუკას განვლილი გზა დღემდე და როგორ აპირებს იუბილეს აღნიშვნას, მარკეტერი კომპანიის დირექტორს, ტატო მახარაძესა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს – ანი ციცქიშვილს ესაუბრა:

M: როგორია „ლუკა პოლარეს“ გზა დაარსებიდან დღემდე, როგორ შეძლო ბრენდმა თავის დამკვიდრება ბაზარზე?
ტატო მახარაძე, „ლუკა პოლარეს“ დირექტორი: 2008 წელს, ლუკას პირველი სანაყინე რომ გაიხსნა, ხალხი გაკვირვებული უყურებდა ფერად ნაყინებს, უჭირდათ არჩევანის გაკეთება. მეორე წლის ზაფხულში, თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ პოლარული დათვი ლუკა თბილისში იმყოფებოდა და განსხვავებულ ნაყინებსაც მალევე შეეჩვინენ და შეიყვარეს. ლუკა ბაზარზე დასაწყისშივე შემოვიდა პროდუქტის მაღალი ხარისხითა და მომსახურების მაღალი სტანდარტებით, რომელიც ქართული რეალობისთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, ამიტომ ძალიან მალე დაიმსახურა ყურადღება და დადებითი შეფასება. M: თქვენი აზრით, რატომ არ ასოცირდება ბრენდი ქართულთან და ეს კარგია, თუ ცუდი?
იმ პერიოდისთვის, ლუკას მიერ შეთავაზებული სტანდარტები ძალიან უცხო იყო ქართული რეალობისთვის. არ ვიყავით განებივრებულები ხარისხიანი პროდუქციით და მაღაზიებსა და კაფეებში მომსახურე პერსონალის მისალმება, გაღიმება და დამშვიდობება წარმოუდგენელი იყო. სწორედ ამ განმასხვავებელი ნიშნების გამო, მომხმარებელმა გადაწყვიტა, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული ბრენდი. სახელიც განსხვავებული ჰქონდა და მარკეტინგული სახეც. ლუკა პოლარე არის ქართული ბრენდი, რომელიც დღემდე, საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს. ბრენდის მარკეტინგული კონცეფცია წამყვანმა გერმანულმა მარკეტინგულმა კომპანიამ შეიმუშავა, ხოლო ნაყინის რეცეპტები იტალიურმა კულინარიულმა კომპანიამ სპეციალურად ლუკა პოლარესთვის შექმნა. ერთი მხრივ, თუკი ეს „არაქართულობა“ ხარისხიანთან ასოცირდება, კარგია. თუმცა, მეორე მხრივ, გვეამაყება, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბრენდი ქართულია. M: რამდენი სახეობის ნაყინს სთავაზობთ, დღეს, მომხმარებლებს?
ამ დროისთვის ლუკას წარმოება ითვლის 60-მდე სახეობის ნაყინსმნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ნაყინებს ნატურალური პროდუქტებით ვამზადებთ. არ ვიყენებთ ფერისა და გემოსთვის ხელოვნურ დანამატებს. ვამზადებთ ცოცხალი რძის ბაზაზე, ხილის ნაყინებს კი – ცოცხალი ხილით, სეზონურად გვაქვს თითქმის ყველა ხილის ნაყინი. M: რაც შეეხება ლუკას ყავას? საიდან იღებთ ნედლეულს?
ჩვენი ყავა ძალიან საინტერესო გზას გადის ჩვენამდე. მარცვლეული არის სამხრეთ ამერიკიდან, 100% არაბიკა. ნედლეული გერმანულ ოჯახს ეგზავნება, რომელსაც ყავის მოხალვის მრავალწლიანი ისტორია აქვს, ეს ოჯახი ჩვენს ყავას 8 სხვადასხვა სახის მოხალვას უკეთებს და უმაღლესი ხარისხის მიქსი იგზავნება ჩვენთან. ჩვენი ბარისტები გადამზადების სრულ კურსს გადიან, რომ ყავის მომზადების ტექნოლოგიებს სრულყოფილად დაეუფლონ და ეს პროცესი, საბოლო ჯამში, ქმნის იმას, რომ საქართველოში გამორჩეული ყავა გვაქვს. M: რა გამოარჩევს ლუკა პოლარეს ბაზარზე?
ორი მთავარი ხაზი აქვს ლუკას: პირველი, პროდუქტი, რომელიც ბაზარზე ხარისხითა და სტანდარტებით გამოირჩევა, 10 წლის განმავლობაში არ შეგვიცვლია მიდგომა და მხოლოდ გაუმჯობესებისთვის ვმუშაობათ. და მეორე, ლუკამ შექმნა ემოცია და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ლუკასა და მომხმარებელს შორის. ჩვენთან არის გარემო, სადაც ჩვენი პერსონალი მომხმარებლის მეგობრები და ისტორიების გამზიარებლები ხდებიან. ამ ორი მიმართულების ერთობა ქმნის ლუკა პოლარეს.
M: როგორ აპირებს ლუკა 10 წლის იუბილეს აღნიშვნას?
ანი ციცქიშვილი: 
10 წლის იუბილეს აღნიშვნა ივნისიდან, ახალი ფილიალის გახსნით დავიწყეთ. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ამ საუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენს მომხმარებლებს სასიამოვნო სიურპრიზებით გავახარებთ. ვითანამშრომლომებთ სხვადასხვა კომპანიასთან და ერთობლივი შეთავაზებები გვექნება. საქველმოქმედო მიმართულებით კონკრეტულ შედეგებს ვაჩვენებთ. ჩვენი ლუკა მოულოდნელად გამოჩნდება სხვადასხვა ადგილას და გაახარებს ერთგულ მომხმარებლებს. გარდა ამისა, პერიოდულად გვექნება პატარ-პატარა კონკურსები და საჩუქრები ჩვენი მომხმარებლებისთვის. მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება „პრინტ“ კამპანიასაც. იუბილეს აღნიშვნას კი, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე წვეულებით დავასრულებთ.

განხილვა