in

ანი ციცქიშვილი Luca Polare-ს გუნდს შეუერთდა

ანი ციცქიშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო Peritus Group-ის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგის სპეციალისტად 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, კაფე-სანაყინეების ქსელ „ლუკა პოლარეში“, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელად გადაინაცვლა.

BOG
BOG

M: როგორ აღმოჩნდი „ლუკა პოლარეში“?
თვითონვე ვიყავი „ლუკა პოლარეს“ მომხმარებელი. წლებია, ჩემი ინიციატივით, მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად, სულ აქ დავდიოდით ხოლმე და ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა ვაკანსია, შენი საყვარელი ადგილი ეძებს მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელსო. ერთი-ერთი მთავარი მოტივატორი, რატომაც გადავწყვიტე კარიერის აქ გაგრძელება იყო ის, რომ როცა ლოიალური მომხმარებელი ხარ და გიყვარს ის ბრენდი, რომლისთვისაც მუშაობ, გაცილებით უკეთ გამოგდის შენი საქმე. მეორე მოტივატორი კი გახდა ჩემ მიერ დაგროვილი მრავალფეროვანი გამოცდილების ერთი კომპანიისთვის გაზიარების სურვილი და გრძელვადიანი შედეგების დანახვის შესაძლებლობა. ჩემთვის საინტერესოა და ახალი გამოცდილებაა „ლუკა პოლარეს“ გუნდის წევრობა.

M: რა არის „ლუკა პოლარეს“ PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის სათქმელი ბრენდის მომხმარებლებისთვის?
ჩვენი პროდუქტი, ნაყინთან ერთად, განსაკუთრებული ყავაც არის. მთლიანობაში, რადგანაც საკვებ პროდუქტთან გვაქვს საქმე, გემოვნურ თვისებებსა და შემადგენლობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ბუნებრივია, ჩვენთვის ამის თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მომხმარებლებს ვუთხრათ, რომ პროდუქტი ნატურალურია. გარდა ამისა, ჩვენს ბრენდს აქვს დამატებითი ღირებულებები, რისი აღნიშვნაც აუცილებელია, მაგალითად, ის ემოცია, დამოკიდებულება, რასაც „ლუკა პოლარე“ მომხმარებლებს უქმნის.

არასდროს დაჯდეთ საჭესთან ნასვამი! – ნიკო როსბერგი Heineken-ის ვიდეორგოლში 

„დამკვეთიდან შემსრულებლად გადავიქეცი“ – თამთა ასლანიშვილი ეკონომიკის სამინისტროდან კრეატიულ სააგენტოში გადავიდა