in ,

Luca Polare პროდუქტი და მომსახურება – ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია

Startauperi
Startauperi

„ვთვლით, რომ „ლუკა პოლარეს“ ფასები ყოველთვის სამართლიანია, სამართლიანი ფასები უმაღლესი ხარისხის პროდუქტისთვის“- ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამარ ესაკია.

1560399_744268342250992_1806118169_n

„ლუკა პოლარე“ ქართული ბრენდია და ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს იტალიური და გერმანული რეცეპტებით დამზადებული ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები შესთავაზა.

თამარ ესაკია: „ლუკა პოლარემ“ მიზნად დაისახა ახალი ტიპის კაფე-სანაყინის შექმნა დასავლური სტანდარტების შესაბამისი პროდუქტითა და სერვისით.

მოახერხა გამხდარიყო პოპულარული ბრენდი?

„ლუკა პოლარე“ მართლაც ძალიან პოპულარულია.

რის ხარჯზე მოხდა ეს?

ვფიქრობთ, ეს კომპანიის ორი მთავარი პრიორიტეტის გამოა: პროდუქტი და მომსახურება – ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია და მუდმივად კონტროლდება.

ხვალ „ლუკა პოლარეს“ ახალი ფილიალი იხსნება. განსხვავებული იქნება დანარჩენებისგან?

ტრადიციული პროდუქტების გარდა, მხოლოდ ახალ, აღმაშენებლის ფილიალში იქნება წარმოდგენილი „პოლარული იოგურტი“ – ცივი, ე.წ. ფროზენ იოგურტი მრავალრიცხოვანი ტოპინგებით. „პოლარული იოგურტი“, კომპანიის სხვა პროდუქტების მსგავსად, განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება და “ლუკა პოლარეს” შემოქმედებას წარმოადგენს. გამოირჩევა დაბალკალორიულობით და მსუბუქი, არომატული გემოთი. ამასთან, ყოველდღიურად ახალია და არ შეიცავს კონსერვანტებს და ფერის ან გემოს დანამატებს. ახალ პროდუქტთან ერთად კომპანია ახალ სერვისსაც შევთავაზებთ. გარეგნულად, „ლუკა პოლარეს“ ახალ ფილიალს ექნება დიდი და მყუდრო ტერასა.

luka polare

„ლუკა პოლარეს“ ნაყინი ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ძვირადღირებულია. რა არის მისი უპირატესობა, რის გამოც, როგორც თქვით, ეს ბრენდი ხალხმა მიიღო?

ფასი პროდუქტის ხარისხის შესაბამისია: მაგალითად, „ლუკა პოლარეს“ ნაყინი ყოველდღიურად ახალია, არ შეიცავს გემოსა და ფერის დანამატებს ან კონსერვანტებს, მზადდება ნატურალური ხილისგან. ჩვენი ყავის უმაღლეს ხარისხს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი განსაზღვრავს. მათ შორის ის, რომ მარცვლები ხელითაა გადარჩეული, ყავა გერმანიაში იხალება უმაღლესი ტექნოლოგიით უშუალოდ ტრანსპორტირების წინ. გამომდინარე აქედან ვთვლით, რომ „ლუკა პოლარეს“ ფასები ყოველთვის სამართლიანია, სამართლიანი ფასები უმაღლესი ხარისხის პროდუქტისთვის.

ბრენდი რაიმე აქტიურ პიარ ან მარკეტინგულ კამპანიას ხომ არ გეგმავს და რა სახის იქნება ეს აქტივობები?

ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 2014 წელს დაგეგმილია მარკეტინგული კამპანია „პლანეტის არომატი“.

სხვა ქალაქებში თუ აპირებთ ფილიალის გახსნას?

შესაძლებელია, სამომავლოდ გაიხსნას ფილიალები საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

Pay Sticker – ინოვაციური პროდუქტი თიბისი ბანკისგან 

შვებულებას შეუძლია, მკვდრეთით აღგადგინოს!