in

ლუკა პოლარეს ახალი აპლიკაციით პროდუქტის გზიდან შეკვეთას შეძლებთ!

„აპლიკაცია, ჩვენი მხრიდან, ერთგვარი პასუხი და ადაპტაციაა არსებულ რეალობასთან. აპლიკაციის იდეა დიდი ხანი მუშავდებოდა, თუმცა დააჩქარა და მკვეთრად განსაზღვრა პანდემიურმა სიტუაციამ“. 

დილით სამსახურში წასვლამდე ცხელი კაპუჩინოსა თუ ამერიკანოს გზად გაყოლება თქვენი ტრადიციაა და თან ამის გამო მუდმივად ჩქარობთ და გაგვიანდებათ.

ან უბრალოდ, პანდემიური გარემოს გამო ერიდებით ხალხმრავლობას და შიდა სივრცეებში მოხვედრას ან თუნდაც, ინოვაციების მოყვარული ხართ – ეს მობაილ აპლიკაცია ნამდვილად თქვენი რჩეული გახდება. 

მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვისა და პანდემიური სიტუაციის გაუმჯობესების მოტივით, კაფე-სანაყინეების ქსელმა „ლუკა პოლარემ“ ახალი მობაილ აპლიკაცია ჩაუშვა. 

სტუმრების დაყოვნების დროისა და შიდა სივრცეში ხალხის რაოდენობის შემცირება – ეს ის ორი მთავარი მიზეზია, რომელზეც  აპლიკაცია დაშენდა. 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აპლიკაციის გამოყენებით, შეგიძლიათ, „ლუკა პოლარეს“ ნებისმიერი პროდუქტი გზიდან შეუკვეთოთ, მიუთითოთ დამზადების სასურველი დრო, აირჩიოთ სასურველი ფილიალი და ადგილზე მისულს, პროდუქტი გამზადებული დაგხვდებათ. 

„აპლიკაცია, ჩვენი მხრიდან, ერთგვარი პასუხი და ადაპტაციაა არსებულ რეალობასთან. აპლიკაციის იდეა დიდი ხანი მუშავდებოდა, თუმცა დააჩქარა და მკვეთრად განსაზღვრა პანდემიურმა სიტუაციამ. 

აპლიკაციის გამოყენებით, სტუმარს აღარ უწევს ფილიალში ლოდინი, რითაც შევამცირებთ სტუმრების დაყოვნების დროსა და ხალხის რაოდენობას შიდა სივრცეში. ამით ჩვენს წილ პასუხუსმგებლობას ვასრულებთ პანდემიური სიტუაციის გაუმჯობესებაში. 

კომპანიამ  დროულად შეძლო ყველა სხვა  მიმართულებით ბიზნესის გადაწყობა და ადაპტაცია ახალ რეალობასთან და გვეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი პირველები ვიქნებით ბაზარზე, – თეა თაბაგარი, კომპანიის დირექტორი. 

გარდა მთავარი ფუნქციისა, აპლიკაციის გამოყენებით, ნებისმიერ შენაძენზე 5%-იან „ქეშ ბექს“ აგროვებთ, ეცნობით ბრენდის ყველა სიახლეს და შესაძლოა, საინტერესო შეთავაზებებისა და სიურპრიზების ადრესატიც გახდეთ. 

„აპლიკაცია ჩვენსა და ჩვენი სტუმრების ურთიერთობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. აპლიკაციის ყველა დეტალი სკრუპულოზურად გავითვალისწინეთ იმისთვის, რომ ყველა ოპერაცია, მაქსიმალურად, მარტივი ყოფილიყო. ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზე, საბოლოოდ, ერთ-ერთი მასშტაბური და განსხვავებული პლატფორმა შევქმენით. დარწმუნებულები ვართ, ეს სიახლე ჩვენთვისაც და ჩვენი სტუმრებისთვისაც საინტერესო გამოცდილება იქნება“, – ანი ციცქიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android ოპერაციული სისტემებისთვის.

ბიზნესდაჯილდოება კომპანიებს მონაწილეობას 5 ნომინაციაში სთავაზობს

Balenciaga Fortnite-ის თემაზე შექმნილ შეზღუდული რაოდენობის ტანსაცმელს აწარმოებს!