in

რატომ მიირთმევენ თბილისელი ქანდაკებები ყავას? – Luca Polare-ს პრინტ კამპანია

საყვარელ სასმელს ხშირად ვაიგივებთ საქმიანობასთან და ცხოვრების სტილთან. მაგალითად, ყავა ბევრისთვის მხნეობასთან და აქტიურ ცხოვრებასთან ასოცირდება. პრინტ კამპანია, რომელზეც სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა, Luca Polare-ს ყველაზე ცნობილი ნუგბარის (ნაყინი) ნაცვლად, სწორედ ყავაზე აკეთებს აქცენტს. ბრიფზე მუშაობისას, კრეატიულმა გუნდმა გადაწყვიტა ეს სასმელი თბილისის ცნობილ ქანდაკებებთან დაეკავშირებინა. ასე აღმოჩნდნენ ფილარმონიის მუზა, ქართლის დედა, მზეჭაბუკი და ბარათაშვილის ხიდის სკულპტურები ყავით ხელში.

ქეთა კანდელაკი, პროექტის ექაუნთ მენეჯერი: “ყავის მოყვარულ ადამიანებს, ერთი, განსაკუთრებული მახასიათებელი აერთიანებთ – ეს მახასიათებელი საქმიანი ცხოვრების წესი, უმეტესწილად დაკავებული დღის განრიგია. იქედან გამომდინარე, რომ ქალაქში არსებული ძეგლები, თავიანთ სამუშაოს პირნათლად ასრულებენ და ერთი წამიც არ აქვთ შესვენებისთვის, გადავწყვიტეთ, რომ მათთვის შესვენება მოგვეწყო, ცხენებიდან ჩამოგვესვა ან ფეხზე წამოგვეყენებინა და ჭიქა ყავით გავმასპინძლებოდით. მათზე დაკავებული და მუდამ საქმეში მოფუსფუსე, არავინ გვეგულებოდა ქალაქში. კამპანიის მიზანსაც, ვფიქრობთ, ამ გზით ყველაზე ზუსტად ვუპასუხეთ: ისინი, ვინც არასდროს, არცერთი წამით არ წყვეტენ თავიანთ საქმიანობას, პირველად და მხოლოდ ამ ბრენდის ყავის დასალევად ისვენებენ, რაც ნიშნავს, რომ it’s worth it!”

 

Credits: 

Account Manager: ქეთა კანდელაკი

Copywriter: ქეთი ყიფშიძე

Concept Artist: ბაიკო ფირცხალაიშვილი

3d Sculpting: სანდრო ქუთათელაძე

Lead Designer: ნიკა მინაშვილი

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ილიაუნის საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონის გამარჯვებული გამოვლინდა

„სილიკონ ველის“ როკ ვარსკვლავი, გაი კავასაკი „სტარტაპ გრაინდის“ ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერია