in

იტალიური ყავის არომატი თბილისში – არტიზანული ყავა „ბატონებისგან”

იტალია რომ ყავის მომზადების გამორჩეული სახეობებითაა ცნობილი, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. თუკი ოდესმე ამ ქვეყნის რომელიმე ქალაქში გაგივლიათ, დაგვეთანხმებით, რომ ობიექტებიდან გამოსული ყავის არომატები ხშირად ქუჩამდე აღწევს და გამვლელ-გამომვლელს ყავის დალევას მოანდომებს. იმისთვის, რომ ნამდვილი იტალიური ყავა დააგემოვნოთ, შორს წასვლა საჭირო აღარ არის, რადგან ჭავჭავაძის  #54-ში, საცხობ „ბატონებში” შეგიძლიათ არტიზანული ყავა მიირთვათ და უგემრიელესი ტკბილეულიც მიაყოლოთ.

Lucaffe – ეს ის ყავაა, რომელსაც „ბატონები” გვთავაზობს და რომელიც რჩეული მარცვლებით, გულმოდგინედ და სიყვარულით იტალიაში მზადდება. ამ ბრენდის მთავარი მიზანი ყავის ყველა მოყვარულისთვის შესაფერისი არომატის მოძიება და მიღებაა. კომპანიაში ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ უბრალოდ 1 ფინჯანი ყავის დალევას განწყობის ამაღლება შეუძლია, ამიტომ მთელი მონდომებით ზრუნავენ საუკეთესო ხარისხისა და განწყობის შექმნაზე.

კომპანია 1996 წელს დაფუძნდა და 2004 წლიდან უკვე გლობალურ ბრენდად იქცა, რომელიც დღესდღეობით 45-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს. პროდუქტი, სანამ მაღაზიებში მოხვდება, განვითარების რამდენიმე გზას გადის, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია: შერჩევა, შერევა, დაფქვა და შეფუთვა. მწარმოებლები ამბობენ, რომ არცერთი ეტაპის დროს არ შეიძლება ყურადღების მოდუნება და თითოეული ეს გზა მარცვლებმა სწორად უნდა გაიაროს იმისათვის, რომ იდეალური კონდიცია მიიღოს. ყავის მარცვლები ძალიან ნაზ მოპყრობას საჭიროებს, ამიტომ ბრენდისთვის უმნიშვნელო კომპონენტი არ არსებობს, ის იყენებს საუკეთესო ხარისხის საფქვავ, შესაფუთ მასალასა და ტექნოლოგიას.

გარდა იმისა, რომ Lucaffe-ს ყავა არომატული და გემრიელია, ის არტიზანული პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოება და დამზადება ტრადიციული მეთოდებითა და სრული კონტროლით მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში, პრემიუმ ხარისხის პროდუქციას ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ „ბატონები” თავადაც არტიზანული საცხობია და აქ დამზადებული პურ-ფუნთუშეული განსაკუთრებული ტექნოლოგიით, ძველებური ცხობის ტრადიციებით მზადდება, ეს ორი პროდუქტი ერთად შესანიშნავ ნაზავს ქმნის, რომელიც თქვენი დღის ნებისმიერ მონაკვეთს – დილას, შუადღეს თუ საღამოს, დაუვიწყარ, გემრიელ და სურნელოვან მომენტად აქცევს. 

[R]

როგორ იტაცებენ ჩვენს პირად მონაცემებს? — Apple-ის ვიდეორგოლი

Founder Institute-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა