in

ლუჩიანო — ნეაპოლიტანური კუთხე „ბაზარი ორბელიანზე“

ალბათ, მიგიქცევიათ ყურადღება, რომ დატვირთულმა ცხოვრების სტილმა და რუტინამ გემრიელ კერძებს იმაზე დიდი დატვირთვა მიანიჭა, ვიდრე სადილი, ან ვახშამია. ყველას გვაქვს ჩვენი comfort food, რომელსაც მივირთმევთ შესვენებაზე განსატვირთად, მოწყენილ საღამოს გასახალისებლად, მეგობრებთან შეკრების გამოსაცოცხლებლად ან, უბრალოდ, ყოველთვის, როცა გვინდა, რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი.

ყველა ამ სიტუაციისთვის თქვენი პირველი არჩევანი თუ პიცაა, მაშინ ლუჩიანო უნდა გაგაცნოთ.

ლუჩიანო ბაზარი ორბელიანზე ერთ-ერთი გემრიელი კუთხეა, რომელიც ბაზრის გახსნის დღიდანვე ანებივრებს ქალაქს ავთენტური ნეაპოლიტანური პიცით. როცა საქმე პიცას ეხება, ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, ზოგს პეპერონი უფრო ეგემრიელება, ზოგს მარგარიტა, ვიღაცას ვეგეტარიანული ურჩევნია — რასაც არ უნდა ანიჭებდე უპირატესობას, საშენო პიცას ლუჩიანოში აუცილებლად იპოვი და ქრასთიანად შესანსლავ, მიუხედავად იმისა, ზოგადად მიირთმევ თუ არა ქრასთს.

ლუჩიანოს პიცამ სახელი გაითქვა და ერთგული მომხმარებელიც შეიძინა თხელი ცომის, ხრაშუნა ქრასთისა და, რაც მთავარია, ცომზე მოთავსებული გამდნარი ყველის, არომატული სოკოს, მსუყე პეპერონისა და სხვა ინგრედიენტების დამსახურებით. თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ჟღერს. ერთი გემრიელი ნეაპოლიტანური პიცის მიღმა დიდი შრომა და მონდომებაა ჩადებული.

ლუჩიანო პიცის ცხობის მაღალ თამასას აწესებს და ინარჩუნებს კიდეც, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების დამსახურებით. ყველაფერი, რაც პიცას ნამდვილ ნეაპოლიტანურ პიცად აქცევს, შერჩეულია საგულდაგულოდ, იქნება ეს ფქვილი, ხორცეული, ყველი თუ ნაღები. ინგრედიენტები ყოველთვის საუკეთესოა, პროფესიონალი შეფი კი ავთენტურ რეცეპტს მიჰყვება. საბოლოოდ, პიცა ცხვება საქართველოში ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო ღუმელში. ცხობის პროცესი და ტექნიკა კი პიცის შექმნისას გადამწყვეტი ფაქტორია.

ლუჩიანოს პიცის დაგემოვნების შემდეგ სხვა იტალიური გემრიელობებითაც თუ მოგინდება თავის შექცევა, აქვე დაგხვდება ადგილზე დამზადებული პასტა, ნიოკი და რიზოტო. დესერტებიდან კი, რაღა თქმა უნდა, არომატული ყავითა და ფრანგული სავოიარდით მომზადებული ტირამისუ.

მოკლედ, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია, რომელია შენი comfort food, ან, უბრალოდ, მის უკეთეს ვერსიას ეძებ, ბაზარი ორბელიანზე კომფორტული გარემო, სწრაფი მომსახურება და ლუჩიანოს ნამდვილი ნეაპოლიტანური, ცხელ-ცხელი და არომატული პიცა გელის.

[პარტნიორის კონტენტი]

Reverses — ანუ, რა იმალება ცნობილი ტილოების უკანა მხარეს

გვაქვს თუ არა „ძირითადი მოგონებები“?