in

Lucid Air 520 მილის მაჩვენებლით ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე ელექტრომანქანაა!

Air Dream Edition-მა ტესლას Model S Long Range Plus-საც კი გადაასწრო

Lucid Motors-ის Air Dream Edition-მა გარემოს დაცვის სააგენტოს რეიტინგული დიაპაზონი მიიღო – ეს 520 მილის მანძილს აღწევს. შედეგად, იგი ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე ელექტრო მანქანად იქცა.

EPA-ს რეიტინგი გასული წლის განცხადებას ადასტურებს, რომლის თანახმადაც მისი მომავალი ელექტრო სედანი ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე იქნებოდა ბაზარზე. ამასთან, Air Dream Edition-მა ტესლას Model S Long Range Plus-საც კი გადაასწრო.

Air-ის 113 კვტ/სთ-იანი ბატარეა და აეროდინამიკური დიზაინი ავტომობილის დიაპაზონის გაფართოებას უწყობს ხელს. რასაკვირველია, დიაპაზონი ძალიან სუბიექტურია და EPA მიზნად ისახავს, სააგენტოს ტესტირების პროცესის სპეციფიკურ პირობებში ახალი მოდელის მუშაობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. ამის პარალელურად, ფაქტორები, როგორიცაა ციცაბო ბორცვებზე ასვლა და სიცივის ზემოქმედება, ჩვეულებრივ არ არის გათვალისწინებული.

“EPA-ს შეფასებები, მათ შორის EV დიაპაზონი, მანქანების შედარებისას ზოგადი სახელმძღვანელო უნდა იყოს. ასე ხდება ბენზინზე მომუშავე მანქანების შემთხვევაშიც – თითოეულ მათგანს განსხვავებული გარბენი აქვს. ასე რომ, ელექტრო მანქანების დროსაც განსხვავებული დიაპაზონი არსებობს” – წერენ სააგენტოს ვებგვერდზე.

საგულისხმოა ისიც, რომ EV დიაპაზონი განისაზღვრება EPA-ს მიერ, ისე როგორც მსოფლიო ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილის ტესტირების პროცედურით (WLTP). ეს უკანასკნელი, როგორც წესი, უფრო ოპტიმისტურია ვიდრე EPA.

დაბოლოს, კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც საზოგადოებაში ახლახან გამოჩნდა, პირველი ავტომობილების მიწოდებისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საბოლოო ვერსიის 100 ნიმუშია შექმნილი.

სტენფორდის კვლევა – სალაჰის გამო, ლივერპულში მუსულმანების დისკრიმინაციის შემთხვევები შემცირდა

„ბიზნეს დაჯილდოება 2021“ იწყება!