in

Lucky Road — კომპანია, რომელიც მგზავრების საავტომობილო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

Lucky Road — ამ სიმბოლური სახელით ვიცნობთ ქართულ კომპანიას, რომელიც ინდივიდუალური თუ ბიზნეს მომსახურებისთვის მგზავრების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ის ბაზარზე ჯერ კიდევ 2009 წელს გამოჩნდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი მიმართულებით განვითარდა, რათა მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება მიაწოდოს.

კომპანიის სერვისების, ხედვისა და სამომავლო გეგმებზე კი Lucky Road-ის დირექტორი, ირაკლი მოგელაძე გვიყვება.

M: საინტერესოა, როგორ გაჩნდა თქვენი სერვისის შექმნის იდეა? რაიმე საჭიროებამ შთაგაგონათ თუ გამორჩეული სიახლისკენ სწრაფვამ?

სიმართლე გითხრათ, საჭიროებაც იყო და მიზნისკენ სწრაფვის სურვილიც არსებობდა. მართალია, საწყის ეტაპზე Lucky Road-ის გუნდის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ კომპანია ავტობიზნესის როლს ითავსებდა. შემდეგ კი ბაზრის გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენი არსებული მრავალფეროვანი ავტოპარკით მომსახურების ბაზარზე შესვლის იდეა გაჩნდა.

რაც შეეხება სიახლისკენ სწრაფვას, საქართველო სტუმარმასპინძლობის კუთხით ყოველთვის გამორჩეული იყო. ეს მიმართულება ჩვენი კომპანიის ზრდის პარალელურად კი, როგორც ცალკეული სფერო, უფრო მეტად  განვითარდა. აქტიურად დაიწყო მაღალი დონის სასტუმროების შექმნა, ტურისტების ნაკადის მატება და ჩვენც შესაძლებლობა მოგვეცა კორპორატიული თუ კერძო პირების სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებით დაგვეწყო პოზიციონირება.

M: მოდით, იმ სერვისებზე ვისაუბროთ, რომლებსაც მომხმარებლებს სთავაზობთ…

პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რომ Lucky Road-ს მოთხოვნის შესაბამისად ნებისმიერი კლასისა და ტიპის, გამორჩეული ავტოპარკით მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლია — თანაც, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტოპარკი მუდმივად განახლებადია. ამასთანავე, ბიზნესისთვის უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ  დამკვეთი კომპანიების საჭიროებებზე ოპტიმალურად გათვლილ სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაზე ვზრუნავთ — ვთავაზობთ მათი საჭიროებების შესაბამის გადაწყვეტილებებს.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, კომპანიებისთვის, ღამის საათებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი წყვეტს მუშაობას, რთულია თანამშრომლების ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება. ჩვენ კი, პარტნიორებს ვთავაზობთ სატრანსპორტო ლოჯისტიკას — გადაადგილების სერვისს, რომელსაც ჩვენ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ვახორციელებთ, რითაც მომხმარებლებს მომსახურების გამოყენებას ვუადვილებთ.

ამას ემატება სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებების სატრანსპორტო უზრუნველყოფა, რაც მათ შორის მოიცავს დიდი ოდენობით მონაწილეთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მომსახურების პაკეტები მთლიანად დამკვეთზეა ორიენტირებული.

M: Lucky Road-ისთვის რა არის ის ამომავალი წერტილი, რის ირგვლივაც ნებისმიერ სერვისს ავითარებთ?

ჩვენს კომპანიაში ყველაფრის ამომავალ წერტილად ხარისხი გვესახება — არასდროს ვაძლევთ მომხმარებლებს იმ დაპირებას, რომელსაც ვერ შევასრულებ. ამასთანავე, ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მოვერგოთ და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ინდივიდუალური საჭიროებები.

M: ერთია ხარისხზე ორიენტირებულობა, მაგრამ რა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ბაზარზე გამოგარჩევთ?

საგულისხმოა, რომ ბიზნესპროცესები მაქსიმალურად გაციფრულებული გვაქვს. რაც გვაძლევ იმის შესაძლებლობას, რომ ავწიოთ მომსახურების ხარისხი და მომხმარებლისათვის გავაადვილოთ ჩვენი სერვისებით სარგებლობა. ამავდროულად კონტრაქტორებისთვის გაცილებით ადვილი ხდება ჩვენი სერვისების გამოყენება. მარტივად რომ გითხრათ, Lucky Road-ის თანამშრომლების მხარეს ციფრული სადისპეჩეროა, ხოლო კლიენტების მხარეს — აპლიკაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბაზარზე გამოვირჩევით დაგროვილი გამოცდილებით, მრავალფეროვანი ავტოპარკით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მძღოლებით, რომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუდმივად ტრენინგებსა და ტესტირებებს ვუტარებთ.

M: ალბათ, ამ წლების განმავლობაში არაერთ გამოწვევას შეხვედრია Lucky Road — ყველაზე დიდ სირთულედ რომელი გესახებათ?

ამ კითხვაზე პირველი რაც მახსენდება, კოვიდპანდემიაა, რომელმაც როგორც უშუალოდ ჩვენი, ისე სხვა სფეროები შეაფერხა. რეალურად, Lucky Road სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაზეა დაფუძნებული და მოგეხსენებათ, არა მხოლოდ საერთაშორისო მიმოსვლა შეწყდა, არამედ ქალაქებშიც კი გვეკრძალებოდა გადაადგილება.

თუმცა ამ პერიოდში, ჩვენ გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციეთ — სწორედ მაშინ გავაციფრულეთ პროცესები, გადავერთეთ ადგილობრივი მგზავრების ტრანსპორტირებაზე, კერძოდ, კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების. ამან საშუალება მოგვცა, მცირე მასშტაბებზე დაგვეტესტა, როგორ იმუშავებდა ახალი მიდგომა.

M: სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

დღეისათვის მეტწილად თბილისსა და კახეთში ვოპერირებთ, სადაც საავტომობილო პარკები გვაქვს მოწყობილი. ამავდროულად დანარჩენ რეგიონებშიც გვყავს პარტნიორები და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ სხვა დიდ ქალაქებშიც შევქმნათ ავტოპარკები და მეტად გავფართოვდეთ. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული სერვისების განვითარება, დახვეწა და არსებულ ბაზარზე ინოვაციური სიახლეების დანერგვა.

[R]

Warner Bros. Pictures Flash-ის რეკლამირებისთვის აუგმენტურ რეალობას იყენებს

3 ნაბიჯი სტრატეგიული მიზნების დასადგენად