დილის რუტინა, საღამოს რუტინა, დღისა და ღამის კრემი, ანტიასაკობრივი კრემი, მზისგან დამცავი, სერუმი, შრატი, ტონერი, ნიღაბი – ეს სიტყვები ყველა ქალისთვის ნაცნობია. ისინი, ერთი მხრივ, კომფორტთან, თავის მოვლასთან, მეორე მხრივ კი, მტკივნეულ პრობლემებთან და მათი გადაჭრის გზების მუდმივ ძიებასთანაა დაკავშირებული. ყველას უნდა, რომ შეინარჩუნოს ახალგაზრდობა, სილამაზე, ამიტომ კანზე ზრუნვა ადრეულ ასაკშივე იწყება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ნაოჭებთან, ჩაშავებულ თვალებთან, როზაცეასთან, აკნესთან და სხვა მწვავე პრობლემებთან ბრძოლას კი ყოველდღიური ძალისხმევა სჭირდება. ამ რუტინას სწორად შერჩეული კრემები და თავის მოვლის სხვა საშუალებები ამსუბუქებს. მათი შერჩევისას ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ბრენდის გამოცდილებას, მის მიდგომებს ესთეტიკასთან და ინგრედიენტებს, რომლებსაც ის პროდუქციაში იყენებს.
სწორედ მიდგომები, გამოცდილება და შთამბეჭდავი სლოგანი გახდა მთავარი მიზეზი, რითაც ბრენდმა Lucrece ჩვენი ყურადღება მიიპყრო – „ბუნებით შთაგონებული…მეცნიერებით ხორცშესხმული”. კომპანია 1993 წელს აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიაში დაარსდა. მისი გუნდი დერმატოლოგების, პლასტიკური ქირურგებისა და ესთეტიკის სფეროს გამოცდილი წარმომადგენლებისგან შეიკრა. მთელი მისი ჩანაფიქრი ის იყო, რომ ამ გუნდს ეწარმოებინა არა უბრალოდ სილამაზის პროდუქტი, არამედ მეცნიერულად გამოეკვლია და დაეტესტა ყველა ინგრედიენტი, რომლებსაც ის თავის ხაზში გამოიყენებდა. კომპანიის იდეოლოგია და მუშაობა ამ ფორმულაზე აეწყო და დღემდე ამ პრინციპს მიჰყვება.
მთავარი საიდუმლო, რომელიც Lucrece-ის პროდუქციაში გვხვდება, მცენარეული ექსტრაქტები და ვიტამინებია, რომლებიც პეპტიდებისა და ღეროვანი უჯრედების სამეცნიერო შესწავლის შედეგად შემუშავდა. სწორედ ამ მიღწევებმა შეუწყო ხელი პროდუქციის ეფექტურობას და მიანიჭა ბრენდს უნიკალურობა. მის მიერ გამოშვებულ ხაზში ვხვდებით: დამატენიანებელ კრემებს, ტონერებს, მკვებავებს, მზისგან დამცავებს, შრატებს და სხვა, სახის კანისთვის აუცილებელ საშუალებებს. თითოეული მათგანი შესაბამისი კატეგორიისთვის სხვადასხვანაირია, მაგალითად: ანტიასაკობრივი ხაზი, ხაზი როზაცეის სამკურნალოდ, აკნესთან ბრძოლის ხაზი და ა.შ.
გამორჩეული თვისება, რაც ბრენდს ახასიათებს და მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს, მისი დამოკიდებულებაა ბუნებასთან. Lucrece ზრუნავს გარემოზე და არ იყენებს პარაბენებს, ცხოველურ კოლაგენებს, ის არ ატარებს ცდებს ცხოველებზე და შესაფუთადაც ბიოდეგრადირებად მასალას ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, მუდმივად ცდილობს, გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები, რომლებსაც მაღალი ტექნოლოგიით ამზადებს და ისინი იტესტება პროფესიონალების მიერ, რაც პროდუქტის სანდოობას ეჭვქვეშ აღარ აყენებს. ბუნებრივი ინგრედიენტებისა და მოწინავე ტექნოლოგიის ნაზავი სინერგიულად მოქმედებს და აისახება, როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, ისე გარეგნობაზე.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ალბათ, ყველა დაინტერესდა, საქართველოში სად შეიძლება Lucrece-ის პოვნა. მცირე ხნის წინ გახსნილი ესთეტიკის კლინიკა „ჰელსი ლუქი“ ის ადგილია, სადაც ბრენდის პროდუქციას აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიური პროცედურების დროს. ამას გარდა, მომხმარებელს შეუძლია ადგილზევე გამოცადოს და შეიძინოს პროდუქტი სახლში მოხმარებისთვის.
Lucrece თავად „ჰელსი ლუქის” დამფუძნებლებისთვის დიდხნიანი ძიების შემდგომი აღმოჩენა იყო. მთავარი მოთხოვნა, რაც ახალ ბრენდს უნდა დაეკმაყოფილებინა, ბუნებრივი ინგრედიენტები და კლინიკურად დადასტურებული ფორმულები იყო. Lucrece-ის პოვნის შემდეგ ესთეტიკური კლინიკის დამფუძნებლებმა ახალი პროდუქტი საკუთარ თავზე გამოცადეს და როგორც ამბობენ, მას შემდეგ, უკვე დაახლოებით 5 წელია, სახის მოვლის რუტინა მხოლოდ ამ ბრენდისგან შედგება. მთავარი მახასიათებელი, რომელიც მას გამოარჩევს, ისაა, რომ იგი არ მკურნალობს კანს ზედაპირულად, არამედ ზემოქმედებას უჯრედულ დონეზე ახდენს. შესაბამისად, ახალი კლინიკის გახსნის დროს Lucrece მის წამყვან პროდუქციად იქცა და „ჰელსი ლუქი” ამ ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლად მოგვევლინა.
[R]