in

ლუდი “ჰოლანდია” უკვე საქართველოშია !

ქვეყანა ჰოლანდიის სამხრეთ ნაწილში იწარმოება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ლუდი – ჰოლანდია. მსოფლიოს ჩვენ ხანდახან სამყაროსაც ვეძახით. ლუდ ჰოლანდიას კი თავისი კიდევ ერთი, მინი სამყარო აქვს, რომელიც თან დაჰყვება,მოგზაურობისას.

BOG
BOG

ჰოლანდიას წარმოება 1758 წელს დაიწყეს, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. თავიდან ვივა ერქვა, მოგვიანებით სახელი შეიცვალა, თუმცა არაფერი შეცვლილა მისი დამზადების პროცესში. მხოლოდ ტექნოლოგიები დაიხვეწა. ორ საუკუნე ნახევარია, საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტების წყალობით, მიიღება ამ ლუდისათვის დამახასიათებელი ფაქიზი გემო. სვიის ნოტებში ოდნავი სიტკბო იგრძნობა. არომატი მკვეთრი, მაგრამ ბუნებრივი და ძალიან მსუბუქია. ყველაფერი მარტივად არის –ჰოლანდია უბრალოდ ხარისხიანი და გემრიელი ლუდია – ყოველივე ზედმეტის გარეშე – ეს ბრენდის მთავარი პრინციპია.

2017 წელს ლუდსახარშმა არგომ  ლუდი ჰოლანდია საქართველოში შემოიტანა, რაც ორმაგად სასიხარულოა ლუდის მოყვარულებისთვის და არა მარტო მათთვის, რადგან: 1 -ქართულ ბაზარს კიდევ ერთი პრემიუმ ხარისხის ლუდი შეემატა და 2 – ჰოლანდიას ყველა სხვა პრემიუმ ხარისხის ლუდისგან თავისი სიმსუბუქე და გამაგრილებელი ეფექტი გამოარჩევს; დარაბებს მიღმა კი ზაფხულია.

ასე რომ, საქართველოს აღმოსავლეთით, ქალაქ თბილისში, ამ ცხელ ზაფხულს, უკვე ჰოლანდია დაგვეხმარება, მოვდუნდეთ, თუ გვინდა, თვალებიც დავხუჭოთ და პირველ ყლუპთან ერთად დროებით მაინც დავივიწყოთ ყოველივე ზედმეტი.

Cheers საქართველო!

Cheers ჰოლანდია!

[R]

ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ საცობებს, იმგზავრე მატარებლით! – როგორ აკეთებენ რეკლამას ძროხები გერმანიაში

ფულზე მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემებია! იდენტობის ძარცვა ბრიტანული Royal Mail-ის ვიდეორგოლში