in

„მოიწყინე? – გააცოცხლე ბარი სახლში“

ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, ბრენდის საკომუნიკაციო ნამუშევარში აქცენტი სრულიად სხვა რამეზეა ჩაფიქრებული და კონცეფციაც ისეა შერჩეული, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბრენდის ინტერესებს ემსახურება, თუმცა მერე, დაუგეგმავად, ქვეყანაში და არამხოლოდ, მიმდინარე მოვლენებთანაც პირდაპირ თუ ირიბ კავშირს ამყარებს.

მოკლედ, „ნატახტარის“ ბრენდი „კასრის“ საკომუნიკაციო ვიდეორგოლზე მუშაობა, სააგენტო DDB Betterfly-სთან ერთად, კორონავირუსის ამბებამდე დაიწყო და შესაბამისად, მზადების პროცესში, არც ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით წამოწყებული გამოწვევა #დარჩისახლში იყო აქტუალური.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ვიდეორგოლი გადმოსცემს აზრს, რომლის მიხედვითაც, „კასრის“ ლუდი სადაც არ უნდა დალიო, მაშინვე ბარში აღმოჩნდები და ეს შინაარსი გადმოცემულია გზავნილით: „მოიწყინე? – გააცოცხლე ბარი სახლში“ – ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ კამპანიას დღევანდელ რეალობასთან, ნებით თუ უნებლიეთ, ლოგიკური ბმა აქვს და ფიზიკური დისტანციის დაცვის პირობებშიც, სახლიდან იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რამდენიმე ყლუპით, ბარში აღმოვჩნდეთ..

თქვენ როგორ ფიქრობთ?

Wolt ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს!

Business Insider თბილისის ლუგარის ლაბორატორიაზე წერს