in

ლუდის ბაზარზე კომპანია „არგო“ გამოჩნდა

მას შემდეგ, რაც სააქციო საზოგადოება „კასტელი“ კომპანია „არგომ“ შეიძინა, ლუდსახარშმა საფუძვლიან რებრენდინგზე დაიწყო მუშაობა. განახლებული „არგო“ ხმაურიანად, საინტერესო სიახლეების თანხლებით გამოჩნდა ქართულ ლუდის ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტების საწარმომ თამამად დაიკავა თავისი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე.

BOG
BOG

ახალი მდგრადი განვითარების გეგმის ფარგლებში, კომპანია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ქართველი მომხმარებლისათვის საყვარელმა ბრენდმა ახალი მასშტაბი შეიძინა. დამატებითი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოძიებამ კომპანიას საშუალება მისცა, კიდევ უფრო დაეხვეწა წარმოების მეთოდები, რაც დადებითად აისახა პროდუქციის (როგორც ლუდის, ისე ლიმონათის) მაღალ ხარისხსა და სტაბილურობაზე.

„არგოში“ ქართველი და უცხოელი კვალიფიციური კადრი ერთად ქმნის ევროპული სტანდარტის ლუდს. უკვე დასრულდა თანამშრომლების გადამზადება და კადრების განახლება. საწარმოო ხაზების ტექნიკურად გამართვასა და განახლებაზე წამყვანმა გერმანელმა სპეციალისტებმა იზრუნეს.

კომპანიის პროდუქციის ხაზის კიდე უფრო მრავალფეროვანი გახდა, როგორც ახალი, ისე ძველი ბრენდების მიმართულებით. ლუდსახარშმა არგომ საქართველოში შემოიტანა ერთ-ერთი უძველესი ჰოლანდიური ლუდი – „ჰოლანდია“. ახალი კონცეფცია შეიძინა ქართულმა პროდუქციამაც, მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობმა, საკულტო ლუდმა – „არგომ“. მის რებრენდინგზე ბრიტანულმა სააგენტომ Stranger And Strangers იმუშავა, რომელიც ალკოჰოლის სფეროში არის სპეციალიზებული, ხოლო საკომუნიკაციო კამპანიებზე Holmes and Watson­-ი მუშაობს.

[R]

როგორ აახლოვებს კულტურისა და ტრადიციების გაზიარება განსხვავებული სტერეოტიპების მქონე ადამიანებს – Domino’s Pizza-ს კამპანია

VISA-მ ოჯახს მონატრებულ ჯარისკაცებს სიურპრიზი მოუწყო!