in

„ნატახტარი“ – „ლუდი მეგობრებისთვის“

9813news_10813„ნატახტარის“ ყოველწლიური ლუდის ფესტივალი თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე 12 ივლისს გაიხსნება და აგვისტოს ბოლომდე კიდევ 7 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

BOG
BOG

კომპანიის პიარ მენეჯერი ნინო სურმავა ამბობს, რომ ღონისძიების მთავარი მიზანია შეცვალოს ლუდის მოხმარების კულტურა.

ნინო სურმავა: წელს „ნატახტარის“ ლუდის ფესტივალი თბილისში გაიხსნება და სულ 8 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ზუსტად რაც ვიცით, 12–13 ივლისს თბილისში, 19–20 ივლისს კი რუსთავში ჩატარდება. ფესტივალი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება და დანარჩენი ქალაქების ზუსტი თარიღებიც ნელ–ნელა გახდება ცნობილი.

M: როგორი პროგრამა იქნება?

ფესტივალი „შავფაროსნების“ წარმოდგენით გაიხსნება. იქნება მათი კუთხე, მოეწყობა სხვადასხვა შეჯიბრება. ღონისძიებაზე გამოვლენ ელენე კალანდაძე, დათო ილურიძე, ჯგუფები: The Jetbird, „არა“, „ჯგუფი ყველა“, Friendly Mosquito, LOUDspeakers, Frani და რობი კუხიანიძე.

M: რა იქნება წელს განსხვავებული?

განსხვავებულია შეჯიბრების კუთხე. ასევე, ჰიმნი, რომლის ავტორიცაა „ჯგუფი ყველა“. ტექსტი ეკრანზე გამოჩნდება და ყველა ერთად შევასრულებთ. ამასთან, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დიდ ეკრანზე უყურონ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალულ მატჩს. იქნება სპეციალური საფესტივალო ვალუტა – ლუდის მონეტები, რომლებიც ადგილზე გაიყიდება. 1 მონეტა 1,50 ლარი ეღირება. ლუდის ზოგი სახეობა 2, ზოგი კი 1 ლუდის მონეტა ეღირება. ფესტივალზე სულ 5 სახეობის ლუდი იქნება წარმოდგენილი.

ludis-moneta-01

M: ვინ გეხმარებათ წელს ფესტივალის ორგანიზებაში?

სარეკლამო კომპანია Betterfly. ფორმატი იგივე რჩება. წინა წლებში მუდმივად იყო ხოლმე საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ერთი კომპანიის ნაწარმია წარდგენილი და უკეთესი იქნებოდა, სხვა კომპანიებიც თუ მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალი შეიძლება იყოს ორი სახის: ერთი, სადაც ერთი კომპანიის სხვადასხვა ნაწარმი იქნება წარდგენილი და მეორე, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა კომპანიები მიიღებენ და წარადგენენ საკუთარ პროდუქციას. რეალურად, ორივე იქნება მომხმარებლებს უბრალოდ ვთავაზობთ დააგემოვნონ ჩვენი პროდუქცია და კარგად გაატარონ დრო. აქცენტს ლუდის გამოფენაზე კი არა, გართობასა და მრავალფეროვნებაზე ვაკეთებთ. თუმცა, ჩვენ სხვა სახის ფესტივალებში ვღებულობთ მონაწილეობას. მაგალითად, ბათუმის ლუდის ფესტივალი, სადაც 5 სხვადასხვა ბრენდი იყო წარმოდგენილი და უფრო გამოფენის სახე ჰქონდა.

M: ფესტივალი წელს მეხუთედ ტარდება. წინა წლებში, ღონისძიების შემდეგ სტუმრები ხშირად გარკვეულ ორგანიზაციულ ხარვეზებზე საუბრობენ. . .

ხარვეზები ყოველთვის არის, როცა ასეთი ღონისძიება ტარდება. მაგრამ, ყოველწლიურად ვცდილობთ უფრო მეტად დავხვეწოთ. მაგალითად, შარშან მაგიდებისა და სკამების ნაკლებობაზე საუბრობდნენ. თუმცა, ეს ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა, რადგან მოედანზე მაშინ რემონტი იყო. სამაგიეროდ, წელს სკამებისა და მაგიდების რაოდენობა 50%–ით მეტი იქნება.

M: რა არის ღონისძიების მიზანი?

ამ ფესტივალს იმიტომ ვაწყობთ, რომ საზოგადოებას დღესასწაული მოვუწყოთ. ეს არის ღონისძიება, რომელზეც მეგობრებთან ერთად უნდა წახვიდე. ჩვენი კომპანიის მთავარი გზავნილიც ესაა–„ნატახტარის“ ლუდი არის „ლუდი მეგობრებისთვის“. რაც მთავარია, გვინდა, ლუდის მოხმარების კულტურის განვითარებას შევუწყოთ ხელი.

M: ასეთი ღონისძიებები კომპანიის იმიჯის შესაქმენლად რამდენად მნიშვნელოვანია?

ძალიან მნიშვნელოვანია. ფესტივალი არ არის გათვლილი კომერციულ მოგებაზე. ეს არის გრძელვადიანი გათვლა, რითიც გვსურს შევცვალოთ ლუდის მოხმარების კულტურა და ავაშენოთ კომპანიის იმიჯი.

“სისასტიკის პირამიდა” – Leo Burnett-ის ნამუშევარი

ტრადიციებით მომავლისაკენ – Aray Tomorrow-ის ახალი რეკლამა, ექსკლუზიურად მარკეტერზე