ვარაზის ხევი თბილისის ისტორიული მდებარეობაა. ცნობილი აღმართი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ ლოკაციაზეა გაშენებული „ლუდის სახლი ვარაზის” სივრცე, რომელიც 300-ამდე სტუმარს იტევს და როგორც თავისი კონცეფციით, ისე ფუნქციით, ურთიერთობების, ემოციების გაზიარების, გულახდილი საუბრებისა თუ სასიამოვნო მოვლენების აღსანიშნავი ადგილია. ვარაზის ხევის მსგავსად, თვითონ ობიექტიც მრავალ ამბავს ინახავს: აქ დაწყებულ მეგობრობას, სპორტის ქომაგების შეკრებებსა და ერთად აღნიშნულ გამარჯვებებს, სიხარულის ცრემლებს, პირველ შეხვედრას, ოჯახურ საღამოებს და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ისტორია დაწერილა ამ ადგილას…
გარემო, რომელიც ყველას უყვარდება
ქვისა და ხის დეტალებით შექმნილი ინტერიერი ქმნის ატმოსფეროს, სადაც საათობით ყოფნაც კი თავს შინაურულ გარემოში გაგრძნობინებთ. ყველა სივრცეში დამონტაჟებული დიდი მონიტორი თუ პროექტორი კი, სასურველი მატჩის ყურებისა და გულშემატკივრობის საშუალებას აძლევს თითოეულ სტუმარს.
ათი წელია, რაც ლუდის სახლი ვარაზი სტუმრებს სიხარულით მასპინძლობს და გამორჩეულ ლუდთან ერთად, რომლითაც უკვე არაერთი მეგობრობა დაიწყო, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
აქ ყველა გემოვნების სტუმარი პოულობს თავის შესაფერის გემოს და უკვე ათწლეულია, ამ სივრცეში აქტუალურია ფრაზა: „ერთი ლუდიც თუ შეიძლება”.
10 წლის იუბილე – დიდი მეგობრობის აღნიშვნა
2025 წლის 21 ივნისს ლუდის სახლი ვარაზი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და ეპატიჟება ყველას, ერთგულ მომხმარებელსაც და იმ ადამიანებსაც, ვისაც ჯერ ეს სივრცე არ აღმოუჩენია. ღონისძიებაზე დაგხვდებათ ცოცხალი მუსიკა, თამაშები, უგემრიელესი მენიუ, რა თქმა უნდა, ბევრი ლუდი და სადღესასწაულო ტორტი, რომელიც ყველას შეხვდება. ეს ღონისძიება არა უბრალოდ იუბილეა, არამედ ათწლიანი ისტორიისა და ურთიერთობების შეჯამებაა. ლუდის სახლი ვარაზი ერთგვარ მადლიერებას გამოხატავს ერთგული სტუმრების მიმართ და მომავალში კიდევ უამრავ დასამახსოვრებელ ამბავს ჰპირდება.
ეს ათი წელი არ არის მხოლოდ ლუდის სახლ ვარაზის განვლილი წლები, ეს თქვენი ისტორიაცაა, ყველასი, ვისთან ერთადაც ლუდი ყოველთვის უფრო გემრიელი, ხოლო ემოციები უფრო გულწრფელი იყო.
[R]