in ,

Saltwater Brewery – ლუდსახარში, რომელმაც წარმოებაში ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა დანერგა

ამერიკელები მილიონობით ლიტრ ლუდს მიირთმევენ წლის მანძილზე, ამ მოცულობის ნახევარი ლითონის ქილებშია ჩამოსხმული. ქილები ექვსრგოლიანი პლასტიკატითაა შეკრული. ეს პლასტიკური სამაგრები გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებენ, განსაკუთრებით კი წყლის ბინადართ. ყოველწლიურად, ასიათასობით ფრინველი და ცხოველი იღუპება ამ ნარჩენების გამო.

პრობლემა კრეატიულად გადაჭრა ლუდსახარშმა Saltwater Brewery, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. ლუდის ხარშვისას  გამოიყოფილ ქაფსა და ნარჩენებს ახმობენ, აძლევენ სპეციალურ ფორმას და როგორც ფრანგები იტყვიან, voila! – გარემოსათვის უსაფრთხო ლუდის ექვსცალიანი შეკვრაც მზად არის!  

Saltwater Brewery და სააგენტო We Believers  ყველა ლუდსახარშ კომპანიას მოუწოდებენ, გამოიყენონ ეს ეკოლოგიურად გამართლებული მეთოდი და დაიცვან ჩვენი ფაუნა განადგურებისაგან. ამასთან, ეს მეთოდი წარმოების ხარჯებსაც შეამცირებს.

ყველა კმაყოფილი დარჩება: მწარმოებელიც, მომხმარებელიც და დეფორმირებული კუც (იხ.სურათი ქვემოთ). ამიერიდან, ფრინველები და წყლის ბინადარნი მცირე დოზით ლუდსაც დააგემოვნებენ.

 

 

13250478_1208528259180725_239399577_n

 

 

Stella Artois–მა ახალი დიზაინი სპეციალურად კანის კინოფესტივალისთვის შემოგვთავაზა – Limited Edition

იგრძენი მომავალი? ჩემს გვერდით ჩემი ბანკია? სასარგებლო ბანკი? გადმოვიდე? ყველგან და ყველასთვის?