in

Lufthansa თვითმფრინავის ნაწილებისგან ავეჯს და აქსესუარებს ქმნის

ავიაკომპანიამ Lufthansa საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის Upcycling Collection-ის კონცეპცია წარადგინა. ახალი კოლექცია იმით იქნება გამორჩეული, რომ თვითმფრინავის ლითონისა და სალონის მასალისგან დაამზადებენ.

 

 

კომპანიაში, ბოლო დროს, რამდენიმე ცვლილება ერთად მოხდა – განაახლეს ლოგო და შეცვალეს ავია ხომალდი, მათი გადაწყვეტილებით, A340-600 D-AIHO აღარ იფრენს. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, ძველი თვითმფრინავის ლითონისა თუ სხვა მასალებისგან საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი დაემზადებინათ.

ავიაკომპანიამ დიზაინერებს სრული თავისუფლება მისცა, ისე გადაეკეთებინათ და დაემუშავებინათ ჯერ სალონის დეტალები, შემდეგ კი თვითმფრინავის სხვა ნაწილები და მასალები, როგორც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ.

„დროდადრო უფრო მეტი ნაწილები და მასალები გაჩნდა, რომლებსაც აღარ ვიყენებდით. Upcycling Collection-ის თითოეული ნივთი უნიკალურია და თავისი ისტორია აქვს“, – ამბობს Lufthansa-ს კორპორატიული დიზაინერი ჯოელ ბერტრამი.

Huawei-ს Mate 30-ის სერიის დიზაინებმა, პრეზენტაციამდე, ინტერნეტში გაჟონა

„რას ველოდები!“ – მზის ღმერთი „ზუმერის“ კამპანიის ბოლო ნამუშევარში